ლუის ვან გაალმა კიბო დაამარცხა

ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა, ESPN-თან საუბარში აღნიშნა, რომ პროსტატის კიბო წარმატებით დაამარცხა....

ივლ. 12, 2025 - 18:57
 0
ლუის ვან გაალმა კიბო დაამარცხა
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა, ლუის ვან გაალმა, ESPN-თან საუბარში აღნიშნა, რომ პროსტატის კიბო წარმატებით დაამარცხა. მისი თქმით, მკურნალობის შემდეგ თავს ბევრად უკეთ გრძნობს.

ვან გაალმა განმარტა, რომ ოპერაციების სერია საკმაოდ რთული იყო, თუმცა ახლა მხოლოდ პერიოდული შემოწმებები სჭირდება. როგორც ამბობს, გამოჯანმრთელების პროცესიც წარმატებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ვან გაალი კარიერის განმავლობაში არაერთ დიდ კლუბს ხელმძღვანელობდა, ბოლოს კი ნიდერლანდების ნაკრებს წვრთნიდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow