ლუკა იოვიჩი მილანს ტოვებს და კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს

„მილანის“ თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში, ათენის „აეკში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურებულია...

აგვ. 5, 2025 - 16:27
 0
ლუკა იოვიჩი მილანს ტოვებს და კარიერას საბერძნეთში გააგრძელებს
„მილანის“ თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში, ათენის „აეკში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურებულია და სერბი ფეხბურთელი დღეს საბერძნეთში ჩაფრინდება.

27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის ფინანსური პირობები ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. იოვიჩი „ოვიედოსაც“ აინტერესებდა, თუმცა „აეკი“ სწრაფი მოქმედებით წინ გაიჭრა და შეთანხმებასაც მიაღწია.

იოვიჩი ბოლო ორი სეზონი „მილანში“ გამოდიოდა, ისე კი მისი კარიერა მოიცავს ისეთ კლუბებში გამოცდილებას, როგორებიცაა „ფიორენტინა“, „აინტრახტი“, „რეალი“, „ბენფიკა“ და „ცრვენა ზვეზდა“.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow