ლუკა მოდრიჩი ინტერში? - რა წინადადება აქვთ იტალიელებს

როგორც იცით, ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალიდან წავიდა და მედიაში დაწერილი ინფორმაციით, მას რამდენიმე MLS-ის კლუბი თავისთან ეძახის

მაი. 30, 2025 - 18:57
 0
ლუკა მოდრიჩი ინტერში? - რა წინადადება აქვთ იტალიელებს
როგორც იცით, ლუკა მოდრიჩი მადრიდის რეალიდან წავიდა და მედიაში დაწერილი ინფორმაციით, მას რამდენიმე MLS-ის კლუბი თავისთან ეძახის.

კიდევ უფრო საინტერესო ინფორმაცია აქვს Fichajes-ს, რომლის მტკიცებითაც 39 წლის ნახევარმცველის წაყვანა მილანის ინტერს სურს!

მიუხედავად ამისა, ნერაძურიში არ აპირებენ, რომ ტრანსფერზე ნაბიჯები ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გადადგან, რადგან ახლა კლუბისთვის უპირატესი სწორედ ხვალინდელი თამაშია.

ცნობისთვის, ამერიკის ლიგიდან ლუკას ლეო მესის ინტერ მაიამი ეძახის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რას გადაწყვეტს ხორვატი მაესტრო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow