მაია მწარიაშვილი – ჩუმი ადამიანის საქმეები ძალიან ხმამაღალია, მზია დაუღალავად შრომობდა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის, გამოძიებამ კი ეძება, ეძება და მის საქმეში სამართალდარღვევის მხოლოდ 20 წლის წინანდელი ოქმი მოძებნა, ყველაზე ცუდი ეს ნახა

ჩუმი ადამიანის საქმეები ძალიან ხმამაღალია. მზია დაუღალავად შრომობდა ამ ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის, მის ოთახში შუქი არასდროს ქრებოდა – როცა პროკურორმა ჰკითხა, ოდესმე სამართალდარღვევა ხომ არ ჩაგიდენიათო, ეძება, ეძება და 20 წლის წინანდელი ოქმი მოძებნა, ყველაზე ცუდი ეს ნახა, – ამის შესახებ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სისხლის სამართლის […]

აგვ. 1, 2025 - 15:27
 0
მაია მწარიაშვილი – ჩუმი ადამიანის საქმეები ძალიან ხმამაღალია, მზია დაუღალავად შრომობდა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის, გამოძიებამ კი ეძება, ეძება და მის საქმეში სამართალდარღვევის მხოლოდ 20 წლის წინანდელი ოქმი მოძებნა, ყველაზე ცუდი ეს ნახა

ჩუმი ადამიანის საქმეები ძალიან ხმამაღალია. მზია დაუღალავად შრომობდა ამ ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის, მის ოთახში შუქი არასდროს ქრებოდა – როცა პროკურორმა ჰკითხა, ოდესმე სამართალდარღვევა ხომ არ ჩაგიდენიათო, ეძება, ეძება და 20 წლის წინანდელი ოქმი მოძებნა, ყველაზე ცუდი ეს ნახა, – ამის შესახებ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს წინაშე წარმოთქმული დასკვნითი სიტყვისას აღნიშნა.
მაია მწარიაშვილმა საკუთარ დასკვნით სიტყვაში მზია ამაღლობელის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მის მიერ დაფუძნებულმა გამოცემებმა არაერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა.
„ცოტა არაორდინალურად მინდა დავიწყო დაცვითი სიტყვა. ძალიან ცოტა ვისაუბრე მზიაზე, ამიტომ დღეს მინდა გესაუბროთ მასზე. რატომ გადავწყვიტე მზიაზე საუბარი? – პროკურორმა თავის დასკვნით სიტყვაში მზიას ჰკითხა, ოდესმე სამართალდარღვევა ხომ არ ჩაგიდენიათო. მზიამ ბევრი იფიქრა, ჰქონდა თუ არა ბანკის ვალი დარჩენილი… მას მოძრაობის წესებიც არ დაურღვევია. პროკურორმა კი 20 წლის წინანდელი ამბავი შეახსენა, როცა ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას, აჭარაში, სასაზღვრო ზოლში ფოტო გადაიღო, ამაზე კი შესაბამისმა სამსახურებმა ოქმი შეადგინეს. ბრალდებამ ეძება, ეძება და 20 წლის წინ სამართალდარღვევის ოქმი მოძებნა, ყველაზე ცუდი ეს ნახა. მზიას საქმიანობა უკავშირდება „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დაფუძნებას. ახალგაზრდა მზია ამაღლობელმა და ეთერ თურაძემ ერთად დააარსეს მედიაგამოცემა „ბათუმელები“, რომელსაც 26 მაისს აქვს დაბადების დღე. ეს თარიღიც კანონზომიერია. აჭარაში მასობრივად იდევნებოდნენ ადამიანები, წახალისებული იყო სეპარატიზმი. 2001 წლის 26 მაისს გამოიცა გაზეთის პირველი ნომერი, ეს არ იყო დამთხვევა, ეს იყო მზიას თამამი განაცხადი, რომლის მიზანიც თავისუფალი სიტყვის გავრცელება და ხელშეწყობა იყო. ეს ერთი კომპიუტერითა და თავისუფლების მყარი რწმენით დაიწყო. დღეს მზია 50 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გახდა. როცა „ბათუმელები“ განვითარდა, მზიამ მედიამენეჯერად გადაინაცვლა. „ბათუმელები“, რომელიც კორუფციასა და ნეპოტიზმს აშუქებდა, შექმნის გარიჟრაჟზე, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, სამიზნე გახდა. „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია, როგორ მფარველობდა მაშინდელი მილიცია პროსტიტუციას, სწორედ მაშინ გახდა მზია თავდასხმის მსხვერპლი.
ასლან აბაშიძის ქვეყნიდან წასვლის შემდეგ, გაზეთის სწრაფი ტემპით ზრდა დაიწყო. იგი კვლავ დარჩა დამოუკიდებელ, კრიტიკულ მედიად. მან დააარსა ონლაინ გამოცემა „ნეტგაზეთი“. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტებს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვთ მიღებული. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ სტატიების გამოქვეყნების შემდეგ, არაერთი ადამიანის ცხოვრება შეიცვალა. როგორც მზიას კოლეგებმა მითხრეს, მის ოთახში შუქი არასდროს ქრებოდა, ის დაუღალავად შრომობდა ამ ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის. ჩუმი ადამიანის საქმეები ძალიან ხმამაღალია. მაქვს პატივი წარმოვადგენდე მზია ამაღლობელს ამ სასამართლოზე“, – განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
ცნობისთვის, გამოძიება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ს პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რასაც პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow