მაკა ბოჭორიშვილი: 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას არ განვიხილავთ
„ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე განაცხადა, რომ საქართველო არ განიხილავს 3+3-ის ფორმატში მონაწილეობას, რადგან ქვეყნის ორი რეგიონი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. “ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მეზობელთან, გარდა რუსეთისა” - თქვა მან.

What's Your Reaction?






