მაკა ბოჭორიშვილი ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მაურო ლუიზ ლეკერ ვიეირას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ბრაზილიას შორის მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ კუთხით ბრაზილიის როლს. მინისტრებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე, აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას და უსაფრთხოების გარემოს. მინისტრებმა გამოხატეს ორი ქვეყნის კავშირების გაღრმავების მიზნით შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ივლ. 13, 2025 - 10:27
 0
მაკა ბოჭორიშვილი ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს მაურო ლუიზ ლეკერ ვიეირას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ბრაზილიას შორის მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ კუთხით ბრაზილიის როლს.

მინისტრებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე, აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებას და უსაფრთხოების გარემოს. მინისტრებმა გამოხატეს ორი ქვეყნის კავშირების გაღრმავების მიზნით შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow