მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიზუკა ჰიდეკისთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხთა ფართო სპექტრი. მათივე ცნობით, საუბრისას კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და იაპონიის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო პერსპექტივებს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურულ და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროებში. „შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იაპონია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ მომავალში საქართველო-იაპონიის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

მაი. 8, 2025 - 19:27
 0
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იშიზუკა ჰიდეკისთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობებისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხთა ფართო სპექტრი.

მათივე ცნობით, საუბრისას კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და იაპონიის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებსა და სამომავლო პერსპექტივებს პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურულ და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროებში.

„შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იაპონია ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად იმუშაონ მომავალში საქართველო-იაპონიის წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow