მაკა ბოჭორიშვილის ვიზიტი ხორვატიაში
საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ხორვატიაში - მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრი ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს ევროპის საკითხებში ლუ შაიეს შეხვდა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. საუბარი შეეხო განათლების, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს. შეხვედრა შედგა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარ კრისტოფ კამპთანაც. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და შესაბამისი სამთავრობო სტრატეგიების ეფექტიანი განხორციელება, რაც მორგებულია ეთნიკურ უმცირესობათა კონკრეტულ საჭიროებებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთო-ს ჩართულობასა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში. ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კი მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მიმდინარეობასა და ევროინტეგრაციის გზაზე ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ამ პროცესში ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ხორვატიაში - მაკა ბოჭორიშვილმა დუბროვნიკის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრი ჩინეთის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს ევროპის საკითხებში ლუ შაიეს შეხვდა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. საუბარი შეეხო განათლების, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს. შეხვედრა შედგა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარ კრისტოფ კამპთანაც.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და შესაბამისი სამთავრობო სტრატეგიების ეფექტიანი განხორციელება, რაც მორგებულია ეთნიკურ უმცირესობათა კონკრეტულ საჭიროებებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთო-ს ჩართულობასა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში. ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კი მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მიმდინარეობასა და ევროინტეგრაციის გზაზე ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ამ პროცესში ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.
What's Your Reaction?






