მალტა ვეღარ გასცემს „ოქროს პასპორტებს“ – ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება

მალტა ვეღარ გასცემს „ოქროს პასპორტებს“ – ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება ევროკავშირის სასამართლომ მალტას დაავალა, შეწყვიტოს ე.წ. „ოქროს პასპორტების“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მოქალაქეობა ინვესტიციის სანაცვლოდ გაიცემოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომერციული გარიგების საფუძველზე მოქალაქეობის მინიჭება ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და ევროპის მოქალაქეობის მნიშვნელობას აზიანებს. პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2013 წლის ბოლოს ამოქმედდა, მოქალაქეობის მისაღებად პირს ეროვნული ფონდში 600-დან 700 ათას […]

აპრ. 30, 2025 - 01:57
 0
მალტა ვეღარ გასცემს „ოქროს პასპორტებს“ – ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება

მალტა ვეღარ გასცემს „ოქროს პასპორტებს“ – ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება
ევროკავშირის სასამართლომ მალტას დაავალა, შეწყვიტოს ე.წ. „ოქროს პასპორტების“ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მოქალაქეობა ინვესტიციის სანაცვლოდ გაიცემოდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომერციული გარიგების საფუძველზე მოქალაქეობის მინიჭება ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და ევროპის მოქალაქეობის მნიშვნელობას აზიანებს.
პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2013 წლის ბოლოს ამოქმედდა, მოქალაქეობის მისაღებად პირს ეროვნული ფონდში 600-დან 700 ათას ევრომდე უნდა შეეტანა, შეეძინა უძრავი ქონება ან ხანგრძლივი იჯარა აეღო. მოქალაქეობას იღებდნენ ისინიც, ვისაც მალტაზე რეალურად არ უცხოვრია. საჭირო იყო მხოლოდ ვიზიტი ბიომეტრიული მონაცემების ჩასაბარებლად და გასაუბრებისთვის.
ბოლო წლებში მალტას მსგავს პრაქტიკაზე უარი თქვეს ბულგარეთმა და კვიპროსმა, ხოლო მალტამ მხოლოდ გაამკაცრა პირობები. მოქალაქეობის მისაღებად აუცილებელი გახდა ერთიდან სამი წლის განმავლობაში რეზიდენტის სტატუსით ცხოვრება.
ევროკომისიის შეფასებით, მსგავსი სქემები ზრდის კორუფციის, ფულის გათეთრებისა და გადასახადების თავიდან არიდების რისკებს. სიებში, რომლებიც მალტის მოქალაქეებად აფიქსირებდნენ ადამიანებს, გვხვდებოდნენ შეძლებული რუსები, მათ შორის „იანდექსის“ დამფუძნებელი არკადი ვოლოჟი. მალტამ 2022 წლის მარტში რუსებსა და ბელარუსებზე პასპორტების გაცემის პროცესი შეაჩერა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow