"მამარდაშვილი ვალენსიაში ძალიან მოგვენატრება" - ესპანეთში ქართველს ემოციურად ემშვიდოდობებიან
"მამარდაშვილი ვალენსიაში ძალიან მოგვენატრება" - ესპანეთში ქართველს ემოციურად ემშვიდოდობებიან

უგო დურომ თანაგუნდელის პროფესიონალიზმი და ადამიანური თვისებები განსაკუთრებით გამოყო:
"გიორგი მამარდაშვილი ვალენსიაში ძალიან მოგვენატრება. დარწმუნებული ვარ, ლა ლიგის სხვა გუნდის მოთამაშეები მის წასვლას უფრო სიხარულით შეხვდებიან – ისეთი მეკარის წინააღმდეგ თამაში ნამდვილად არავის უხარია. ის შესანიშნავი მეკარეა და, ვფიქრობ, დროთა განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. მისი წასვლა ჩვენთვის სამწუხაროა, თუმცა პირადად მე მიხარია მისი წინსვლა. გარდა იმისა, რომ გამორჩეული მეკარეა, გიორგისგან უფრო კარგი ადამიანი გაცილებით იშვიათია."
გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახდა ბოლო რამდენიმე სეზონში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტრანსფერი გასულ ზაფხულს ლივერპულმა 35 მილიონ ევროდ უკვე შეითანხმა, ქართველმა მეკარემ დარჩენილი ერთი სეზონი კვლავ ვალენსიაში გაატარა, რაც გუნდთან მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო. ახლა კი, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ 2025/26 წლების სეზონს მამარდაშვილი უკვე ენფილდზე დაიწყებს.
გიორგის ტრანსფერი მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც პირადად მისი კარიერისთვის, ისე ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის. იგი ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, ვინც ბოლო წლებში ეროვნული ნაკრების წარმატების სიმბოლოდ იქცა და ახლა მსოფლიოს ერთ-ერთ ტოპ-კლუბში გააგრძელებს კარიერას.
What's Your Reaction?






