მამუკა მდინარაძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე – ეს იქნება ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში – ეს ნიშნავს, რომ დასაშანტაჟებელი სვლა მეტი აღარ იარსებებს, მეტი რით უნდა დაგვემუქრონ, ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან?

თუ ვინმე ევროკავშირის იმდენ სახელმწიფოს ისე მომართავს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე [სავიზო რეჟიმის შეჩერება] მივიდნენ, ეს ნიშნავს, რომ დასაშანტაჟებელი სვლა მეტი აღარ იარსებებს, მეტი რით უნდა დაგვემუქრონ, ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან?! , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის შეფასებით, ეს იქნება “ბოლო […]

აპრ. 25, 2025 - 05:27
 0
მამუკა მდინარაძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე – ეს იქნება ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში – ეს ნიშნავს, რომ დასაშანტაჟებელი სვლა მეტი აღარ იარსებებს, მეტი რით უნდა დაგვემუქრონ, ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან?

თუ ვინმე ევროკავშირის იმდენ სახელმწიფოს ისე მომართავს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე [სავიზო რეჟიმის შეჩერება] მივიდნენ, ეს ნიშნავს, რომ დასაშანტაჟებელი სვლა მეტი აღარ იარსებებს, მეტი რით უნდა დაგვემუქრონ, ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან?! , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ განაცხადა.
მდინარაძის შეფასებით, ეს იქნება “ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში”, შესაბამისად, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მას ნაკლები მოლოდინი აქვს.
„ჯერ ერთი 61 ქვეყანაზეა საუბარი [ვისაც შეიძლება ევროკავშირმა სავიზო შეზღუდვები დაუწესოს] და ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაამარტივოს შეწყვეტის პროცედურები. თეორიულად დავუშვათ, რომ ეს გადაწყვეტილება მიემართოს საქართველოსკენ. რასთან გვექნება საქმე. ერთი ვარიანტი არის ხალხის დასჯის მცდელობა. ჩვენ რომ გვსჯიან გასაგებია და შევეგუეთ ამას, ვიტანთ, რადგან ბოლომდე გავითვითცნობიერეთ პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, ამით ვერ შეგვაშინეს და ძალიან კარგი. ხალხს სჯი იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა?! გეტყვით, რატომ არის ამის ნაკლები მოლოდინი პირადად ჩემი აზრით. ეს იქნება ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში და შანტაჟს რომ აზრი ეკარგება, იმის იქით ბერკეტი აღარ არსებობს. თუ ვინმე ევროკავშირის იმდენ სახელმწიფოს ისე მომართავს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე [სავიზო რეჟიმის შეჩერებამდე] მივიდნენ, ეს ნიშნავს, რომ დასაშანტაჟებელი სვლა მეტი აღარ იარსებებს, მეტი რით უნდა დაგვემუქრონ, ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან?!“, – აღნიშნა მდინარაძემ, რომლის განცხადებასაც “იმედი” ავრცელებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow