მამუკა ხაზარაძე – გერმანიის ელჩზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ამავდროულად, არის დანაშაული და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს!

გერმანიის ელჩზე, პიტერ ფიშერზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ამავდროულად, არის დანაშაული და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს! – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ის გმობს მომხდარს და გერმანიის ელჩს სოლიდარობას უცხადებს. “მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ე.წ. ხელისუფლებას, რადგან სწორედ მისი ანტიდასავლური რიტორიკა და პროპაგანდა […]

მაი. 21, 2025 - 04:27
 0
მამუკა ხაზარაძე – გერმანიის ელჩზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ამავდროულად, არის დანაშაული და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს!

გერმანიის ელჩზე, პიტერ ფიშერზე განხორციელებული სიტყვიერი თავდასხმა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის სირცხვილია, ამავდროულად, არის დანაშაული და უსწრაფეს რეაგირებას მოითხოვს! – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ის გმობს მომხდარს და გერმანიის ელჩს სოლიდარობას უცხადებს.
“მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ე.წ. ხელისუფლებას, რადგან სწორედ მისი ანტიდასავლური რიტორიკა და პროპაგანდა არის მომხდარი ინციდენტის მაპროვოცირებელი! კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვგმობ მომხდარ სამარცხვინო ფაქტს! სოლიდარობას ვუცხადებ ბატონ ელჩს და ვუდასტურებ ჩემს პატივისცემასა და მეგობრობას!” – წერს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პიტერ ფიშერს ბათუმში 18 მაისს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
“საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა”, – განუცხადეს “ფორმულას” გერმანიის საელჩოში.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow