მამუკელაშვილმა სეზონი დაასრულა, ბითაძეს პლეი ოფის შანსი პლეი ინში აქვს
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. სანდრო მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა...

ორლანდო პლეი ინის პირველ მატჩში ატლანტას შეხვდება და თუ მოიგებს, პლეი ოფში გავა, ხოლო წაგების შემთხვევაში, პლეი ოფის საგზურის მოსაგებად ჩიკაგოსა და მაიამის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო – 82-ე მატჩში ორლანდო სწორედ ატლანტას შეხვდა და 105:117 დამარცხდა. ბითაძე სათადარიგო იყო და მოედანზე სასტარტო ცენტრ ვენდელ კარტერზე გაცილებით მეტ ხანს – 26 წუთს ითამაშა. ამ დროში გოგამ 10 ქულა, 6 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.
სეზონის ბოლო მატჩში მამუკელაშვილი საკმაოდ შედეგიანი იყო. სან ანტონიომ ტორონტო 125:118 დაამარცხა, ქართველმა ფორვარდმა 19 წუთი ითამაშა და 12 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულებულია და ის მალე თავისუფალი აგენტი გახდება, რადგან სან ანტონიოსთან კონტრაქტი ერთი სეზონით აკავშირებდა. დარჩება სფურსში, თუ კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს.
GBF.GE
What's Your Reaction?






