"მან ეს დაიმსახურა!" - თომას ტუხელის პასუხი კრიტიკოსებს ტოუნის გამოძახებაზე

"მან ეს დაიმსახურა!" - თომას ტუხელის პასუხი კრიტიკოსებს ტოუნის გამოძახებაზე

მაი. 24, 2025 - 00:27
 0
"მან ეს დაიმსახურა!" - თომას ტუხელის პასუხი კრიტიკოსებს ტოუნის გამოძახებაზე
თომას ტუხელმა ივნისის მატჩებისთვის ინგლისის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა – სიაშია 29 წლის თავდამსხმელი აივენ ტოუნიც.

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი არაერთ კრიტიკას შეეჯახა მას შემდეგ, რაც ეროვნულ გუნდში საუდური "ალ-აჰლის" შემტევი გამოიძახა.

გამოცდილი სპეციალისტი მედიის ნაწილის რეაქციის მიუხედავად, საკუთარი არჩევანის სისწორეში დარწმუნებულია:

"მან ჩვენთან ყოფნა დაიმსახურა და ამაში დარწმუნებული ვარ. აივენმა კლუბში 20-ზე მეტი ბურთი გაიტანა."

ტოუნი მიმდინარე სეზონს საუდის არაბეთში, ალ-აჰლის რიგებში ატარებს და მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა — მის ანგარიშზე 22 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, გარდა ამისა, მან გუნდთან ერთად აზიის ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow