მარია ზახაროვა – მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენადაც მზად არის თბილისი – ჩვენთვის შეზღუდვები არ არის

მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენად მზად არის თბილისი. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. ზახაროვას თქმით, 2024 წელს საქართველოს მხრიდან “უდავოდ პოზიტიური სიგნალები” გაჟღერდა, კონკრეტულად, ბოდიშის მოხდის საჭიროებაზე. “ვიმედოვნებთ, რომ ისინი [სიგნალები] საქართველოს აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების კონკრეტულ ნაბიჯებში განხორციელდება”, – განაცხადა ზახაროვამ. მისი […]

აპრ. 17, 2025 - 19:27
 0
მარია ზახაროვა – მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენადაც მზად არის თბილისი – ჩვენთვის შეზღუდვები არ არის

მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენად მზად არის თბილისი. ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მ ბრიფინგზე განაცხადა.
ზახაროვას თქმით, 2024 წელს საქართველოს მხრიდან “უდავოდ პოზიტიური სიგნალები” გაჟღერდა, კონკრეტულად, ბოდიშის მოხდის საჭიროებაზე.
“ვიმედოვნებთ, რომ ისინი [სიგნალები] საქართველოს აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების კონკრეტულ ნაბიჯებში განხორციელდება”, – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა რუსეთის გამო არ მომხდარა, არამედ ამაში დამნაშავეა “პრეზიდენტი ს მაშინდელი რეჟიმი”.
“მზად ვართ მათი აღდგენისთვის, მზად ვართ იმდენად შორს წავიდეთ, რამდენად შორს წასვლისთვისაც მზად არის ქართული მხარე. შეზღუდვები ჩვენთვის აქ არ არის…
ამისთვის [თანამშრომლობისთვის] დიდი შესაძლებლობებია. და საქართველოსთვის რუსეთი საკვანძო ბაზრად რჩება ბევრი მიმართულებით, კერძოდ ღვინის პროდუქციის მხრივ, ხილეულის მხრივ. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოში ენერგეტიკისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია”, – განაცხადა ზახაროვამ.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow