მარიამ ლაშხი: მოვისმინე პარალელების გავლება სხვა დედებთან. არავინ გაბედოთ და ჩემი შვილები მოძალადე კრიმინალებთან და რადიკალ ექსტრემისტებთან არ შეადაროთ

„ჩემი, როგორც პარლამენტის წევრისა და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი ვალდებულებაა უზრუნველყოფილიყო ბავშვთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა და საერთაშორისო იურისდიქციული სტანდარტების განხორციელება. სწორედ ეს მოვალეობა და რაც მთავარია დედის ინსტინქტი იყო ჩემი ოფიციალური საჩივრის საფუძველი. […] ასევე მოვისმინე ცრუ ბრალდებები და პარალელების გავლება სხვა დედებთან. არავინ გაბედოთ და ჩემი შვილები მოძალადე კრიმინალებთან და რადიკალ ექსტრემისტებთან არ შეადაროთ. […]

მაი. 27, 2025 - 15:27
 0
მარიამ ლაშხი: მოვისმინე პარალელების გავლება სხვა დედებთან. არავინ გაბედოთ და ჩემი შვილები მოძალადე კრიმინალებთან და რადიკალ ექსტრემისტებთან არ შეადაროთ
„ჩემი, როგორც პარლამენტის წევრისა და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი ვალდებულებაა უზრუნველყოფილიყო ბავშვთა კონსტიტუციური უფლებების დაცვა და საერთაშორისო იურისდიქციული სტანდარტების განხორციელება. სწორედ ეს მოვალეობა და რაც მთავარია დედის ინსტინქტი იყო ჩემი ოფიციალური საჩივრის საფუძველი. […] ასევე მოვისმინე ცრუ ბრალდებები და პარალელების გავლება სხვა დედებთან. არავინ გაბედოთ და ჩემი შვილები მოძალადე კრიმინალებთან და რადიკალ ექსტრემისტებთან არ შეადაროთ. მე ვარ დედა 2 და 4 წლის მცირეწლოვანების, რომელთა ფუნდამენტური უფლებები უხეშად დაირღვა, მით უფრო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
მაშინ როდესაც რადიკალიზმის სისტემური აღმოფხვრა მოხდება და ყველა მსგავს შემთხვევას ექნება ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება, სწორედ მაშინ მოხდება საზოგადოების გაერთიანება, რაც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი შვილების მომავალი ნამდვილად გვაქვს კონსტიტუციურად დაცული, ამ ამორალობას ვერ და არ დავამკვიდრებინებთ საქართველოში. ჩვენი ბავშვები ნამდვილად იმსახურებენ უსაფრთხო და ღირსეულ მომავალს“, – თქვა მარიამ ლაშხმა პლენარულ სხდომაზე.
 „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თათია აფრიამაშვილის და მაგდა მამუკაშვილის წინააღმდეგ სარჩელი 17 მაისს მომხდარის გამო შეიტანა. ერთ-ერთ კაფეში, სადაც ლაშხი თანმხლებ პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან, ერთად იმყოფებოდა, აქტივისტები მივიდნენ შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, არა ს მონებს.. ძირს რუსეთის მონები“.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფა დასჯადი გახდა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow