მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრეს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს, – ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა. სახელმწიფო მდივანი რუბიო მიესალმა რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების 1000 1000-ზე პრინციპით გაცვლას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს მარკო რუბიომ კიდევ […]


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს, – ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ესაუბრა. სახელმწიფო მდივანი რუბიო მიესალმა რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების 1000 1000-ზე პრინციპით გაცვლას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კონსტრუქციული და კეთილსინდისიერი დიალოგი ომის დასრულების ერთადერთი გზა უნდა იყოს.
„მდივანმა გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდებები უკრაინასთან კონსტრუქციული და კეთილსინდისიერი დიალოგისკენ, როგორც ომის დასრულებისკენ მიმავალი ერთადერთი გზისკენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
What's Your Reaction?






