მარკუს ტურამი: "იამალი საუკეთესო არ არის - მბაპე და დემბელე წინ არიან"
„ინტერის“ ფრანგმა ფორვარდმა, მარკუს ტურამმა, ახალგაზრდა ტალანტ ლამინ იამალზე საუბრისას საკმაოდ პირდაპირი შეფასება გააკეთა....

„ლამინ იამალი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის პირველი. ჩემთვის საუკეთესო მოთამაშე ფრანგია — კილიან მბაპე. მეორე ადგილს უსმან დემბელე იკავებს. რაც შეეხება იამალს, ის ალბათ მესამეა,“ — განაცხადა ტურამმა.
აღსანიშნავია, რომ იამალმა და ტურამმა ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, რომელიც ფრედ — 3:3 დასრულდა. მატჩში ორივე ფეხბურთელმა გოლის გატანა შეძლო და თავიანთი გუნდების შედეგში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
What's Your Reaction?






