მარნეულში, სარწყავ არხში ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს. NEWS.On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ცხედარი სარწყავ არხში დღეს ნახეს. მათივე თქმით, ექსპერტიზა დაადგენს როდის მოხდა ინციდენტი და რამდენი დღის გარდაცვლილია ჩვილი. უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ...

What's Your Reaction?






