“მას შეეძლო ხელისუფლებისთვის დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტის გამოშვება ეთხოვა”

სააგენტო "პარალელი" “მას შეეძლო ხელისუფლებისთვის დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტის გამოშვება ეთხოვა” საპატრიაქო ტახტის მოსაყდრე შიოს მიმართვას მრევლის, საზოგადოებისადმი, კონკრეტული შეფასებებით და უკმაყოფილებით ეხმაურება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: “ხელისუფლებას, საპროტესტოდ განწყობილ საზოგადოებასთან შედარებით, ბევრი უსამართლო უპირატესობა აქვს. ესენია: დიდი ძალაუფლება, დიდი ფული, მთელი ძალოვანი სისტემა, რომელიც პარტიას ემსახურება და არა ხალხს, მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ასევე პარტიას ემსახურება და არა სამართალს, კანონი, რომელსაც, როგორც უნდა შეცვლიან და მერე ვისზეც […] “მას შეეძლო ხელისუფლებისთვის დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტის გამოშვება ეთხოვა” პარალელი

მაი. 18, 2025 - 20:57
 0
“მას შეეძლო ხელისუფლებისთვის დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტის გამოშვება ეთხოვა”

სააგენტო "პარალელი"
“მას შეეძლო ხელისუფლებისთვის დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტის გამოშვება ეთხოვა”

საპატრიაქო ტახტის მოსაყდრე შიოს მიმართვას მრევლის, საზოგადოებისადმი, კონკრეტული შეფასებებით და უკმაყოფილებით ეხმაურება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

ხელისუფლებას, საპროტესტოდ განწყობილ საზოგადოებასთან შედარებით, ბევრი უსამართლო უპირატესობა აქვს.

ესენია: დიდი ძალაუფლება, დიდი ფული, მთელი ძალოვანი სისტემა, რომელიც პარტიას ემსახურება და არა ხალხს, მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ასევე პარტიას ემსახურება და არა სამართალს, კანონი, რომელსაც, როგორც უნდა შეცვლიან და მერე ვისზეც უნდათ, გაავრცელებენ და ვისზეც უნდათ, არ გაავრცელრბენ (შენ თუ პოლიციელს სილას გააწნავ, რამდენიმე წლით ციხეში გაგიშვებენ, ხოლო პოლიციელს, რომელიც დაკავებულს სასიკვდილოდ სცემს და აწამებს, არაფერი დაემუქრება და ა.შ.).

ამ უპირატესობების სია გრძელია, მაგრამ გუშინ [17 მაისს, რედ.] გამოჩნდა, რომ ამ გრძელ სიას კიდევ დაემატა საპტრიარქოს უპირობო მხარდაჭერაც ანუ იმ ინსტიტუტის მხარდაჭერა, რომელსაც მოსახლეობაში ყველაზე დიდი ნდობა აქვს და ყველაზე მეტი ხალხი უჯერებს.

იტყვით, ეგ აქამდეც ასე იყოო. შეიძლება, მაგრამ ამას ასეთი ცალსახა და ღია სახე არ ჰქონდა. ილია მეორე მაინც ახერხებდა თუნდაც მოჩვენებითი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებს. აი, მოსაყდრემ კი გუშინ, თავის სიტყვაში, ფაქტობრივად ცალსახა მხარდაჭერა გამოუცხადა ხელისუფლებას, მადლობები უხადა ისეთ თემებზე, რასაც ყველაზე მეტად იყენებს ხელისუფლება პროპაგანდისთვის.

მას შეეძლო, თუნდაც მოჩვენებითი ბალანსისთვის, ბოლოსკენ მაინც, ხელისუფლებისთვის დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტის გამოშვება ეთხოვა, ეთქვა, რომ ეს გახლეჩილ საზოგადოებას გააერთიანებდა, რომ იქეთ მხარეს მდგომი ადამიანებიც ჩვენი შვილები არიან და ა.შ. (ილია მეორე ასეთ რაღაცებს მაინც ამბობდა, ხოლმე), მაგრამ ეს არ გააკეთა. ცალსახად ერთ მხარეს დადგა. ერთადერთი, რაც ხელისუფლებას სთხოვა, აბორტთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრება იყო“, – წერს მერაბ მეტრეველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მას შეეძლო ხელისუფლებისთვის დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტის გამოშვება ეთხოვა”
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow