„მასპინძლობა მთელი გულით, მაღალი ხარისხით” – ონში ₾5 მლნ-ის ინვესტიციით სასტუმრო „ნოველა“ იხსნება
რაჭაში, ონის ცენტრში ახალი სასტუმრო „ნოველა“ იხსნება. რეგიონში კომპანია „რაჭა პროჯექტ მენეჯმენტის“ პირველი პროექტი, 5 მლნ ლარის ინვესტირებით, პირველ სტუმრებს ივლისიდან მიიღებს, თუმცა კომპანიაში ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ. 16-ნომრიან სასტუმრო „ნოველა“, ბრასერიას, ბისტროს და საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს, რომლის მთავარი იდეა რაჭის პოპულარიზაცია, სტუმრებისთვის სტანდარტიზებული სერვისის მიწოდება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების ხელშეწყობაა. „მასპინძლობა მთელი გულით, მაღალი […]


რაჭაში, ონის ცენტრში ახალი სასტუმრო „ნოველა“ იხსნება. რეგიონში კომპანია „რაჭა პროჯექტ მენეჯმენტის“ პირველი პროექტი, 5 მლნ ლარის ინვესტირებით, პირველ სტუმრებს ივლისიდან მიიღებს, თუმცა კომპანიაში ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.
16-ნომრიან სასტუმრო „ნოველა“, ბრასერიას, ბისტროს და საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს, რომლის მთავარი იდეა რაჭის პოპულარიზაცია, სტუმრებისთვის სტანდარტიზებული სერვისის მიწოდება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების ხელშეწყობაა.
„მასპინძლობა მთელი გულით, მაღალი ხარისხით, და აბსოლუტურად სტანდარტიზებული სერვისით“, – ამ იდეით იწყებენ რაჭაში, ტურიზმში ბიზნესს კომპანიის დამფუძნებელი დავით არჩვაძე და მმართველი პარტნიორი თენგო ჭუმბაშვილი.
„სასტუმროში არსებული საკონფერენციო დარბაზი, სრული ტექნიკური უზრუნველყოფით კიდევ ერთი რესურსია შემეცნებითი პროექტების განსახორციელებლად.
გარდა ჩვენთან სტუმრობისა და ამ გამოცდილების მიღებისა, ბისტრო აძლევს საშუალებას საოჯახო სასტუმროებისა და კოტეჯის მფლობელებს, რომ საკუთარ სტუმრებს ახალი/დამატებითი სერვისი – კვება შესთავაზონ. სრულყოფილი საუზმე, რომელიც “ნოველასთან” თანამშრომლობით მათთვის მარტივად მიღწევადი ხდება“, – აღნიშნავენ დამფუძნებლები.
BM.GE კომპანიის დამფუძნებელსა და მმართველ პარტნიორს თენგო ჭუმბაძეს ესაუბრა. მისი თქმით, „ნოველას“ პირველ ეტაპზე, რეგიონში მაღალი სტანდარტის სასტუმრო და სარესტორნო მომსახურების შეთავაზება უნდა, რათა უცხოელი და ადგილობრივი დამსვენებლისთვის დასვენება კომფორტული იყოს.
„ონში, სასტუმრო კომპლექსის გაკეთების იდეა იქიდან გაჩნდა, რომ რაჭაში ბრენდირებული სასტუმროების ნაკლებობაა. დამფუძნებლებმა ამ წლების განმავლობაში დაგროვილი რესურსი, ინვესტიცია და გამოცდილება რაჭისკენ მივმართეთ. გვინდა, ჩვენთან განთავსების შესაძლებლობა ჰქონდეს, როგორც უცხოელ ტურისტს, ასევე ადგილობრივებს. ასევე გვინდა, სტუმრებს კვების ფართო ხაზი შევთავაზოთ, რაც ევროპული და ქართული სამზარეულოს კერძების მრავალფეროვანი მენიუთი იქნება წარმოდგენილი. ამით, რეგიონში კვების მიმართულებით არსებული გამოწვევების გამოსწორებას შევეცდებით. გარდა ჩვენთან სტუმრობისა და ამ გამოცდილების მიღებისა, ბისტრო აძლევს საშუალებას საოჯახო სასტუმროებისა და კოტეჯის მფლობელებს, რომ საკუთარ სტუმრებს ახალი/დამატებითი სერვისი – კვება შესთავაზონ. სრულყოფილი საუზმე, რომელიც „ნოველასთან“ თანამშრომლობით მათთვის მარტივად მიღწევადი ხდება.
გვინდა, ჩვენს სტუმრებს განთავსების კომფორტული შესაძლებლობა შევთავაზოთ, რაშიც მოიაზრება ტურისტული ჯგუფებისთვისა და სააგენტოებისთვის ჯგუფური განთავსების შესაძლებლობა. ამ გათვლით შევიმუშავეთ პროექტი, რათა რაჭაში დასვენების მსურველთა მოთხოვნები მაქსიმალურად დაგვეკმაყოფილებინა. ამგვარად, ჩვენ სტუმრებს მაქსიმალურად კონვერტირებად ოთახებს ვთავაზობთ.
What's Your Reaction?






