მატს ჰუმელსი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს

გერმანელი მცველი სეზონის ბოლოს ფეხბურთიდან წავა

აპრ. 4, 2025 - 23:27
 0
მატს ჰუმელსი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს
იტალიური რომას გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა საჯაროდ გამოაცხადა იმის შესახებ, რომ სეზონის ბოლოს ფეხბურთიდან წავა.

ჰუმელსი უკვე 36 წლის არის, თუმცა ამ ასაკშიც რომაში მაღალ დონეზე ასპარეზობს. სხვათა შორის, ზოგიერთი წყარო წერდა, რომ ჰუმელსი კონტრაქტს განაახლებდა, თუმცა ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა.

მატსი რომას გარდა დორტმუნდის ბორუსიაში და მიუნხენის ბაიერნში თამაშობდა. ის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი და მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow