“მაქვს გადახდილი სახელმწიფო გადასახადი, რომ აღსრულებაში მიგეღოთ, მაგრამ ტ*აკი არ აგიწევიათ აქამდე” – თენგო გოგოტიშვილი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს
სააგენტო "პარალელი" “მაქვს გადახდილი სახელმწიფო გადასახადი, რომ აღსრულებაში მიგეღოთ, მაგრამ ტ*აკი არ აგიწევიათ აქამდე” – თენგო გოგოტიშვილი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობებიდან ხალხის გამოსახლებისას მომხდარ ინციდენტებს და შექმნილ მძიმე რეალობას, კონკრეტული ფაქტის გახსენებით და აღსრულების მოთხოვნით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი: “აღსრულების ბიუროს როგორი ვაჟკაცი ბოევიკები ჰყოლია! რა მაგრად დალეწა და გამოასახლა ხალხი! ჰოდა, ამ ბიუროს მივმართავ ახლა: 3 თუ 4 წელია, მოგებული მაქვს ყველა ინსტანცია, უზენაესი სასამართლოს ჩათვლით, რუსთავი 2-ისთვის. […] “მაქვს გადახდილი სახელმწიფო გადასახადი, რომ აღსრულებაში მიგეღოთ, მაგრამ ტ*აკი არ აგიწევიათ აქამდე” – თენგო გოგოტიშვილი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“მაქვს გადახდილი სახელმწიფო გადასახადი, რომ აღსრულებაში მიგეღოთ, მაგრამ ტ*აკი არ აგიწევიათ აქამდე” – თენგო გოგოტიშვილი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს
თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობებიდან ხალხის გამოსახლებისას მომხდარ ინციდენტებს და შექმნილ მძიმე რეალობას, კონკრეტული ფაქტის გახსენებით და აღსრულების მოთხოვნით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი:
“აღსრულების ბიუროს როგორი ვაჟკაცი ბოევიკები ჰყოლია! რა მაგრად დალეწა და გამოასახლა ხალხი!
ჰოდა, ამ ბიუროს მივმართავ ახლა:
3 თუ 4 წელია, მოგებული მაქვს ყველა ინსტანცია, უზენაესი სასამართლოს ჩათვლით, რუსთავი 2-ისთვის.
ხელფასის ვალი აქვთ ჩემი 3 ათას ლარზე მეტი, რომელიც ორ-სამჯერ გაიზარდა ჯარიმებით უკვე.
2 ან 3 წელია, საქმე გადმოცემულია თქვენი სააღსრულებო ბიუროსთვის, მაქვს გადახდილი სახელმწიფო გადასახადი, რომ აღსრულებაში მიგეღოთ (ანუ – თუ გინდა, რომ ფული ამოიღონ, იქით უნდა გადაუხადო), მაგრამ ტ*აკი არ აგიწევიათ აქამდე.
ჰოდა, გაუშვით ახლა ეგ თქვენი ბოევიკები “რუსთავი 2”-ში (სანდრო ეულის ქუჩაზე) და ამოიღეთ ჩემი კუთვნილი ფული!
ჩემი ათობით კოლეგისაც, რომელსაც ასევე აქვს მოგებული ყველა ინსტანციის სასამართლო.
მით უფრო, ახალი მინისტრი გყოლიათ, პაატა სალია – მაგან ყველაზე კარგად იცის, სად ინახავს ფულს “რუსთავი 2”.
ჩემი ანგარიშის ნომერი გაქვთ, ვიცი“, – წერს თენგო გოგოტიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
“მაქვს გადახდილი სახელმწიფო გადასახადი, რომ აღსრულებაში მიგეღოთ, მაგრამ ტ*აკი არ აგიწევიათ აქამდე” – თენგო გოგოტიშვილი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს
პარალელი
What's Your Reaction?






