“მე-11 კლასიც ზედმეტია, “ბოლონიის პროცესიც” გასაუქმებელია და სასწავლო წიგნების შიგთავსიც გადასახედია” – ლალი მოროშკინა
სააგენტო "პარალელი" “მე-11 კლასიც ზედმეტია, “ბოლონიის პროცესიც” გასაუქმებელია და სასწავლო წიგნების შიგთავსიც გადასახედია” – ლალი მოროშკინა მთავრობის ინიციატივას საგანმანათლებო სისტემის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მიესალმება ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა: “ისე, სრულიად მისასალმებელია პრემიერის ინიციატივა, მე-12 კლასის გაუქმებასთან დაკავშირებით. ძალიან უხერხულია წვერ-ულვაშიანი, უკვე “მოღიპული”, ქოსა-შერეული ყმაწვილები მერხებთან, აღარაფერს ვამბობ “დამა-ქალებზე” ბოტოქსით და წამწამ დაწეპებულები ბოლო ზარზე, რომელიც უფრო გადამჟავებულ, სექსუალურად სავსებით მოწიფულთა “სხადნიაკს” უფრო გავს, ვიდრე უმწიკვლო ახალგაზრდების ბავშვობასთან […] “მე-11 კლასიც ზედმეტია, “ბოლონიის პროცესიც” გასაუქმებელია და სასწავლო წიგნების შიგთავსიც გადასახედია” – ლალი მოროშკინა პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“მე-11 კლასიც ზედმეტია, “ბოლონიის პროცესიც” გასაუქმებელია და სასწავლო წიგნების შიგთავსიც გადასახედია” – ლალი მოროშკინა
მთავრობის ინიციატივას საგანმანათლებო სისტემის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მიესალმება ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა:
“ისე, სრულიად მისასალმებელია პრემიერის ინიციატივა, მე-12 კლასის გაუქმებასთან დაკავშირებით.
ძალიან უხერხულია წვერ-ულვაშიანი, უკვე “მოღიპული”, ქოსა-შერეული ყმაწვილები მერხებთან, აღარაფერს ვამბობ “დამა-ქალებზე” ბოტოქსით და წამწამ დაწეპებულები ბოლო ზარზე, რომელიც უფრო გადამჟავებულ, სექსუალურად სავსებით მოწიფულთა “სხადნიაკს” უფრო გავს, ვიდრე უმწიკვლო ახალგაზრდების ბავშვობასთან დამშვიდობებას.
მეტიც, მე-11 კლასიც ზედმეტია, “ბოლონიის პროცესიც” გასაუქმებელია და სასწავლო წიგნების შიგთავსიც გადასახედია.
განა აკაცუკების ბრალია ასეთებად რომ გაზარდა სისტემამ?
დედაქალაქის განტვირთვის გეგმაც ჩინებულია და საუნივერსიტეტო მაპროფილებელი ქალაქების შექმნა, კარლსრუეს და საარბრუკენის მსგავსად.
ვივატ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.
“მე-11 კლასიც ზედმეტია, “ბოლონიის პროცესიც” გასაუქმებელია და სასწავლო წიგნების შიგთავსიც გადასახედია” – ლალი მოროშკინა
პარალელი
What's Your Reaction?






