"მე სუარესი ვიყავი, კვარაცხელია კი.." - ოსიმენმა კვარაცხელია ლეგენდას შეადარა

„ნაპოლის“ ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა რამდენიმე თვისწინ ხვიჩა კვარაცხელიაზე გულწრფელი და თბილი სიტყვებით ისაუბრა ჯონ...

ივნ. 13, 2025 - 17:27
 0
"მე სუარესი ვიყავი, კვარაცხელია კი.." - ოსიმენმა კვარაცხელია ლეგენდას შეადარა
„ნაპოლის“ ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა რამდენიმე თვისწინ ხვიჩა კვარაცხელიაზე გულწრფელი და თბილი სიტყვებით ისაუბრა ჯონ ობი მიკელის პოდკასტში. ფეხბურთელის თქმით, ქართველ შემტევთან არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.

ოსიმენმა ხვიჩა „მაგიურად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ კვარაცხელიას ნიჭი საყოველთაოდ აღიარებულია:

მას იტალიაში მაგიურს ეძახიან. ის დაუჯერებელი მოთამაშეა. როცა თამაშის ხასიათზეა, არ მგონია, ვინმეს შეეძლოს მისი შეჩერება — ასეთი მცველი უბრალოდ არ არსებობს,“ — განაცხადა ნიგერიელმა.

თუმცა ოსიმენი მხოლოდ კვარას სათამაშო თვისებებს არ გამოყოფს. მისი თქმით, ხვიჩა გუნდის შიგნითაც დიდი სიმპათიით სარგებლობს:

გასახდელში ყველას უყვარს. გულწრფელი, მხიარული და თავმდაბალი ადამიანია.

ოსიმენმა კვარასთან პირველი შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა:

როდესაც პირველ ვარჯიშზე მოვიდა, ვნახე, როგორ იტანდა გოლებს. ვარჯიშის შემდეგ გავესაუბრე, ვუთხარი კლუბის წესებზე, და იმ დღიდანვე ვიგრძენით, რომ ერთმანეთთან განსაკუთრებული კავშირი გვქონდა. ინგლისურად ძალიან კარგად საუბრობს და ერთმანეთს თავისუფლად გავუგეთ.

მათი პარტნიორობა კი ოსიმენმა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი დუოს შეადარა:

როცა სეზონი დაიწყო, მე და ის ისე ვთამაშობდით, როგორც მესი და სუარესი. ერთი შეხედვითაც საკმარისი იყო, რომ გაგვეგო, რა უნდა გაგვეკეთებინა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow