“მე შემიძლია საქართველოს გამთლიანების, კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი როლის შეტანა” – სააკაშვილი

“მე შემიძლია საქართველოს გამთლიანების, კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი როლის შეტანა. შემიძლია ჩემი ისტორიული გამოცდილების, ჩემი რეპუტაციის გამო”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. „ნუ დაველოდებით სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის გადაწყვეტილებებს. მე, რა თქმა უნდა, ვიღებ ჩემს დიდ, ისტორიულ პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ მე შემიძლია ამ ყველაფრის – საქართველოს […] The post “მე შემიძლია საქართველოს გამთლიანების, კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი როლის შეტანა” – სააკაშვილი appeared first on .

ივნ. 25, 2025 - 22:57
 0
“მე შემიძლია საქართველოს გამთლიანების, კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი როლის შეტანა” – სააკაშვილი

“მე შემიძლია საქართველოს გამთლიანების, კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი როლის შეტანა. შემიძლია ჩემი ისტორიული გამოცდილების, ჩემი რეპუტაციის გამო”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

„ნუ დაველოდებით სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის გადაწყვეტილებებს. მე, რა თქმა უნდა, ვიღებ ჩემს დიდ, ისტორიულ პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ მე შემიძლია ამ ყველაფრის – საქართველოს გამთლიანების, კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი როლის შეტანა. შემიძლია ჩემი ისტორიული გამოცდილების გამო, ჩემი რეპუტაციის გამო, რადგან რეგიონის თითქმის ყველა ლიდერთან ვარ ძალიან ახლო ურთიერთობაში და ვისთანაც არ ვარ, მაგალითად, ფაშინიანიც, იმეორებს რეფორმებს, რომლებიც ჩვენ გავატარეთ თავის დროზე და ჩვენს ანტიკორუფციულ რეფორმებს. მე ვგრძნობ, რომ ეს შემიძლია, მაგრამ ეს შემიძლია მხოლოდ ქართველ ხალხთან და ყველა პოლიტიკურ აქტორთან ერთად. მე ვიღებ ჩემს თავზე ამ პასუხისმგებლობას, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ძალა ერთობაშია და ცალკე ადამიანი ამას ვერ შეძლებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველანაირ ძალას ვახმარ იმას, რომ ამ მიმართულებით დროზე ავმოძრავდეთ. გაერთიანებული კავკასია უახლოეს პერიოდში, და გაერთიანებული საქართველოც იქნება ამის ღერძი, იქნება ძალიან დიდი მნიშვნელობის გეოპოლიტიკური მოთამაშე მსოფლიოს მასშტაბით. საქართველო იყო დიდი მოთამაშე მსოფლიოს მასშტაბით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. შემდეგ მოხდა კონტრრევოლუცია ჩვენი მტრის დახმარებით, ჩვენ ეს სტატუსი დაგვაკარგვინეს, მაგრამ ამას დავიბრუნებთ ჩვენი მეგობრების მეშვეობით, მათ შორის უკრაინელების მეშვეობით, სადაც მე მაქვს ძალიან დიდი პოლიტიკური წონა, როგორც იცით – დღემდე ვარ პრეზიდენტ ზელენსკის რეფორმების მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე – ასევე ევროპელების და ამერიკელების მეშვეობით“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილმა განაცხადა, რომ როგორც კი საქართველოში შეიცვლება სიტუაცია, რუსეთთან გამკაცრდება სავიზო რეჟიმი და ქონებრივი ურთიერთობები.

„მოდის ისეთი საქართველოს შექმნის პერიოდი, რომელიც არასდროს არ გვინახავს ჩვენ ისტორიაში. ჩვენ გადავაჭარბებთ იმასაც, რაც იყო აღმაშენებლის და თამარის დროს, რადგან ახალი სიტუაციაა, ახალი გარემოებებია, ახალი გლობალიზირებული სამყაროა, სადაც ჩვენი თვითმყოფადობა შენარჩუნებული იქნება. ჩვენ აქ კოლონიურ უბედურებას მოვიშორებთ. მაგალითად, დღეს ბათუმში ქართული ლაპარაკი თითქმის აღარ ისმის. ყველაფერი არის რუსულად. როგორც კი საქართველოში შეიცვლება სიტუაცია, სავიზო რეჟიმი რუსეთთან გამკაცრდება, ქონებრივი ურთიერთობები რუსეთთან გამკაცრდება. არ ვაპირებთ, საქართველო დაიცალოს ქართველებისგან და მათ მაგივრად ჩამოსახლდნენ ჩუქჩები, მორდაველები, ბაშკირები, თათრები ან მოსკოველები და პეტერბურგელები. ჩვენი ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

The post “მე შემიძლია საქართველოს გამთლიანების, კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი როლის შეტანა” – სააკაშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow