“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ სააკაშვილი
სააგენტო "პარალელი" “მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა “ვივამედიდან” ჩართვისას, ეხმაურება პოლიტიკური ლიდერების მიმართ წარმოებულ საქმეებსა და დაკავებებს: „გახარია, რომელიც მოითხოვდა, რომ მე უდანაშაულოდ ვყოფილიყავი ციხეში, რადგან ეს თურმე სტაბილურობას უწყობდა ხელს, იგი ახლა ჩემთვის არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და მე მას ვუცხადებ სოლიდარობას. ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის ყალბი ჩვენების გამო ვიმყოფები გისოსების მიღმა, ვუცხადებ სოლიდარობას […] “მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ სააკაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა “ვივამედიდან” ჩართვისას, ეხმაურება პოლიტიკური ლიდერების მიმართ წარმოებულ საქმეებსა და დაკავებებს:
„გახარია, რომელიც მოითხოვდა, რომ მე უდანაშაულოდ ვყოფილიყავი ციხეში, რადგან ეს თურმე სტაბილურობას უწყობდა ხელს, იგი ახლა ჩემთვის არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და მე მას ვუცხადებ სოლიდარობას.
ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის ყალბი ჩვენების გამო ვიმყოფები გისოსების მიღმა, ვუცხადებ სოლიდარობას იმიტომ, რომ მან გამოიჩინა პრინციპულობა ამ საოკუპაციო რეჟიმთან.
მამუკა ხაზარაძეს ერთხელ წამოსცდა, რატომ ალაპარაკებენ სააკაშვილს ციხიდანო. ახლა თვითონაც არის გისოსებს მიღმა… მე მას ვუცხადებ სრულ ადამიანურ სოლიდარობას, აღვნიშნავ მის ვაჟკაცობას, რომ არ ითანამშრომლა ამ რეჟიმთან და რა თქმა უნდა, კატეგორიულად ვითხოვ მის და სხვა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ერთიანობა, კიდევ ერთხელ ერთიანობა. მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი. ძალიან განვიცდი, რომ ნიკა მელია, ხაზარაძე, ჯაფარიძე, მეორე ჯაფარიძე, [ირაკლი ოქრუაშვილი, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე არიან პატიმრობაში – ამ დროს ტრანსლაცია რამდენიმე წამით გაითიშა, რედ.]. ბევრი პროექტი, რომელიც არის შექმნილი უკრაინაში, მათ შორის, იუსტიციის სახლის მსგავსი პროექტები, გიორგი ვაშაძის უშუალო მონაწილეობით გაკეთდა და ასეთ ადამიანს უშვებენ ციხეში… და ვინ უშვებს? სრული არარაობები და მანქურთები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი
What's Your Reaction?






