მედია: 1994 წლის ჩანაწერში პუტინი აღმ. უკრაინას და ჩრდ. ყაზახეთს რუსეთის ნაწილს უწოდებს

გერმანიის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სამუშაო ჩანაწერის ტექსტი, რომელიც 1994 წლით თარიღდება. ამ ჩანაწერში ვლადიმირ პუტინი, რომელიც მაშინ სანქტ-პეტერბურგის მერის, ანატოლი სობჩაკის მოადგილე და საქალაქო კომიტეტის საგარეო კავშირთა მეთაური იყო, ამბობს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიები და ყაზახეთის ჩრდილოეთ მიწები რუსეთის ნაწილია. მან ეს სიტყვები გერმანიის გენერალურ კონსულს უთხრა. სამუშაო ჩანაწერი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის დოსიეს ახალ ტომშია გამოქვეყნებული. […]

აგვ. 2, 2025 - 12:27
 0
მედია: 1994 წლის ჩანაწერში პუტინი აღმ. უკრაინას და ჩრდ. ყაზახეთს რუსეთის ნაწილს უწოდებს

გერმანიის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სამუშაო ჩანაწერის ტექსტი, რომელიც 1994 წლით თარიღდება. ამ ჩანაწერში ვლადიმირ პუტინი, რომელიც მაშინ სანქტ-პეტერბურგის მერის, ანატოლი სობჩაკის მოადგილე და საქალაქო კომიტეტის საგარეო კავშირთა მეთაური იყო, ამბობს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიები და ყაზახეთის ჩრდილოეთ მიწები ს ნაწილია. მან ეს სიტყვები გერმანიის გენერალურ კონსულს უთხრა.

სამუშაო ჩანაწერი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის დოსიეს ახალ ტომშია გამოქვეყნებული. წიგნი საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტებს მოიცავს. მას გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი გაეცნო.

ჩანაწერში გერმანიის კონსული სანქტ-პეტერბურგში ამბობდა, რომ 1994 წლის 14 იანვარს პუტინმა “ხაზგასმით” გაიმეორა ის, რაც მას აქამდეც უთხრა, რის შემდეგაც მოყვანილია ციტატა:

, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ყაზახეთი – სულ მცირე ეს ტერიტორიები – არასდროს ყოფილა საზღვარგარეთი რუსეთისთვის, არამედ ყოველთვის იყო რუსეთის ტერიტორიის ნაწილი.” – ეუბნება ჩანაწერში კონსულს პუტინი.

ამავე საუბარში პუტინმა დაამატა, რომ “ვერც ერთ რუსს ვერ აუხსნი, რომ ახლა ეს საზღვარგარეთია”, და რუსებს ნაციონალისტური გრძნობები აქვთ, რაც “რთული გასაგებია” გერმანელებისთვის.

იგივე ჩანაწერში პუტინი ამბობს, რომ თუ უკრაინასა და ყაზახეთში რუსების ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იქნება, მაშინ “პრობლემა არ იქნება”. თუმცა, მისი შეფასებით, მაშინ ეს ასე არ იყო, რამაც მიიპყრო ისეთი მემარჯვენე პოპულისტების ყურადღება, როგორიც ვლადიმირ ჟირინოვსკი იყო. პუტინი ასევე ამბობს, რომ დასავლეთის მხრიდან “უგუნურებაა რუსული იმპერიალიზმის აღდგენად დაახასიათო ის, რაც რუსული ინტერესების გამართლებული დაცვაა”.

წყარო

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow