მედია: ვინ არის 15 წლის ბიჭის წამების ორგანიზებაში ბრალდებული, რა კავშირი აქვს “ბერგმანთან”, რას ამბობს ადვოკატი?

15 წლის მოზარდის წამების ორგანიზებაში ბრალდებული 30 წლის ლევან აბესაძე, რომელსაც პროკურატურა ე.წ. „ფაშისტური“ დაჯგუფების ლიდერს უწოდებს, რამდენიმე წლის წინ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო რასობრივი დისკრიმინაციით ჩადენილ ჯგუფურ დანაშაულში. 2018 წლის იანვარში, ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომებზე შესწავლილი მტკიცებულებებით, მოსამართლემ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საღამოს საათებში, ლევან აბესაძემ კიდევ ერთ ბრალდებულთან […]

ივლ. 12, 2025 - 00:57
 0
მედია: ვინ არის 15 წლის ბიჭის წამების ორგანიზებაში ბრალდებული, რა კავშირი აქვს “ბერგმანთან”, რას ამბობს ადვოკატი?

15 წლის მოზარდის წამების ორგანიზებაში ბრალდებული 30 წლის ლევან აბესაძე, რომელსაც პროკურატურა ე.წ. „ფაშისტური“ დაჯგუფების ლიდერს უწოდებს, რამდენიმე წლის წინ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო რასობრივი დისკრიმინაციით ჩადენილ ჯგუფურ დანაშაულში.

2018 წლის იანვარში, ნაწილობრივ დახურულ სასამართლო სხდომებზე შესწავლილი მტკიცებულებებით, მოსამართლემ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2015 წლის 19 სექტემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საღამოს საათებში, ლევან აბესაძემ კიდევ ერთ ბრალდებულთან ერთად, მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ნიგერიის მოქალაქეებს.

იმავე დღეს, უცხოელებს ლევან აბესაძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეტროსადგურ რუსთაველთანაც.

სასამართლომ მაშინ აბესაძეს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

2015 წლის სექტემბერში, მედია წერდა, რომ კადრები, რომელზეც უცხოელებზე თავდასხმა იყო გადაღებული, ფეისბუკის გვერდზე Georgian Ultras, გამოქვეყნდა მინაწერით: “ბერგმანი ზანგების წინააღმდეგ”.

თუმცა, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, -მ გამოძიება დაიწყო, დაჯგუფების წევრებმა, ვიდეო წაშალეს.

კადრები ვირუსულად მაინც გავრცელდა და 10 წლის თავზე, ეს ვიდეო ისევ იძებნება youtube-ზე ამ სათაურით – „ფაშისტური დაჯგუფება “ბერგმანი” არაქართველ ადამიანებს თავს ესხმის“

„პოულობს ბავშვებს“ – რას ჰყვება ლევან აბესაძეზე ანონიმური წყარო

30 წლის ლევან აბესაძე სპორტსმენია, ძალისმიერი სამჭიდის ათლეტი.

მისი და ე.წ. ფაშისტური დაჯგუფების კავშირების შესახებ რადიო თავისუფლებას ესაუბრა წყარო, რომელსაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არ სურს საკუთარი ვინაობის გამჟღავნება.

ის გვიყვება, რომ 2025 წლის იანვარში, მას დაუკავშირდა დაჯგუფება „ბერგმანის“ ყოფილი წევრი (რადიო თავისუფლება ვერ ადასტურებს ამ ინფორმაციის სანდოობას) და როგორც ამ დაჯგუფების, ისე მისი წევრებისა და მათ შორის, ლევან აბესაძის შესახებაც ესაუბრა, მიაწოდა ფოტოებიც.

„მითხრა, რომ სურდა საუბარი ე.წ. „ტიტუშკებზე“ და სწორედ მათ შესახებ საუბრისას გაამახვილა ყურადღება ლევან აბესაძეზე. თქვა, რომ უკვე რამდენიმე წელია ის ქმნის სხვადასხვა დაჯგუფებებს და ამ დაჯგუფებებში გადაიბირა ფაშისტური დაჯგუფება „ბერგმანისა“ და „თეთრი მამბერის“ წევრებიც.

მითხრა, რომ ლევან აბესაძის დაჯგუფებაში უმეტესობა არასრულწლოვანია და ამას ადასტურებს მის მიერ გამოგზავნილი ფოტომასალაც. ახალი დაჯგუფებების შექმნა დაიწყო გასული წლის ნოემბრიდან და ჰყავს დაახლოებით 20-კაციანი ჯგუფი. მითხრა, რომ ამ ბავშვების დედების უმეტესობა ემიგრაციაშია, ანუ პოულობს მოწყვლად ბავშვებს და მათზე ზემოქმედებს“.

რადიო თავისუფლების წყარო ამბობს, რომ ფორმირების ყოფილი წევრის მონათხრობით, ლევან აბესაძე და მისი ახლანდელი დაჯგუფების ერთ-ერთი სამიზნე პროევროპული აქციების აქტივისტები არიან, როგორც ლიბერალები და იდეოლოგიური მტრები.

„წყაროს ინფორმაციითვე, ლევან აბესაძეს არაერთხელ უხსენებია, რომ ხვდებოდა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს… დაჯგუფების წევრებს ეუბნებოდა, რომ „ყველაფერი მოსულა, ყველაფერს გაგვიტარებენ, ნუ გეშინიათ, ბიჭებო, მიდით“. ჩემი წყაროს ინფორმაციით, ასე ამხნევებდა ხოლმე ის დაჯგუფების წევრებს“.

რადიო თავისუფლებას წყარო ასევე აწვდის ცნობას აბესაძის ნათესაური კავშირის შესახებ ერთ-ერთი ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელთან, თუმცა რადგან ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის, მის სახელსა და გვარს არ ვწერთ.

„ერთი მტკიცებულებაც არ არის, რომ ლევან აბესაძე დამნაშავეა“ – ადვოკატი

ლევან აბესაძე მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ვრცლად

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow