მედია – ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში 14 ადამიანი იქნება – მათ რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს
ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში 14 ადამიანი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, დღეს, სტამბოლში რუსულ მხარესთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. ასევე, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, უკრაინის შეიარაღებული ძალების […]


ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში 14 ადამიანი იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, დღეს, სტამბოლში რუსულ მხარესთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.
ასევე, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრ დიაკოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში იური კოვბასა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის პროტოკოლის ოფიცერი გეორგი კუზმიჩევი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები ოლეგ ლუგოვსკი და ოლექსანდრ პოკლადი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები ევგენი ოსტრიანსკი და ალექსეი შევჩენკო, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი, საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსი და გენერალური შტაბის ცენტრალური იურიდიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანდრეი ფომინი, გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი ოფიცერი ალექსანდრე შერიხოვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე ევგენი შინკარევი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან უკრაინის დელეგაცია სამხედრო ტყვეების დაბრუნების, რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნებისა და ლიდერების დონეზე შეხვედრის მომზადების საკითხებს განიხილავს.
What's Your Reaction?






