მედია: თბილისში ჩამოვლენ რუსი სპორტსმენები, რომლებსაც ლეიტენანტის, კაპიტნის, მაიორის წოდება აქვთ

22-30 ივლისს თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენთა  შორის რუსეთის წარმომადგენლებიც იქნებიან, მათ შორის – პუტინთან დაახლოებული სამხედრო წოდების მქონე პირებიც. გასულ თვეში ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ეროვნული ნაკრების 18 წევრს ინდივიდუალური „ნეიტრალური სპორტსმენის“ (AIN) სტატუსი მიანიჭა, რაც მათ საშუალებას აძლევს, თბილისში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატებზე საერთაშორისო მმართველი ორგანოს ოფიციალური დროშის ქვეშ იასპარეზონ. […]

ივლ. 12, 2025 - 00:57
 0
მედია: თბილისში ჩამოვლენ რუსი სპორტსმენები, რომლებსაც ლეიტენანტის, კაპიტნის, მაიორის წოდება აქვთ

22-30 ივლისს თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენთა  შორის ს წარმომადგენლებიც იქნებიან, მათ შორის – პუტინთან დაახლოებული სამხედრო წოდების მქონე პირებიც.

გასულ თვეში ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთის ეროვნული ნაკრების 18 წევრს ინდივიდუალური „ნეიტრალური სპორტსმენის“ (AIN) სტატუსი მიანიჭა, რაც მათ საშუალებას აძლევს, თბილისში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატებზე საერთაშორისო მმართველი ორგანოს ოფიციალური დროშის ქვეშ იასპარეზონ. ეს გადაწყვეტილება არაერთი ქვეყნის ფედერაციამ გააპროტესტა. უკრაინის ფარიკაობის ფედერაციის განცხადებით, „ნეიტრალურად“ გამოცხადებული მოფარიკავეები – სოფია ველიკაია და იანა ეგორიანი ში ომის მხარდაჭერისა და რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო არიან სანქცირებულნი .

„პუბლიკამ“ საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე თბილისში გასამართ ჩემპიონატში მონაწილეთა სიაში მართლაც მიაკვლია სამხედრო წოდების მქონე, პუტინის მხარდამჭერ სპორტსმენებს. ისინი რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტკლუბის წევრები არიან:

სოფია ველიკაია

რუსეთის შეიარაღებული ძალების  მაიორი, ფარიკაობაში მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი.

2016 წელს დაჯილდოვდა რუსეთის სამხედრო მამაცობის პირველი ხარისხის მედლით.

2018 წელს ველიკაია იყო იმ საჯარო პირთაგან ერთ-ერთი, ვინც პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.

2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო ვლადიმერ პუტინის ავტორიზებული წარმომადგენელი.

მას ასევე მიღებული აქვს რუსეთის სამშობლოსადმი დამსახურების ორდენი და რუსეთის საპატიო ორდენი სპორტული დამსახურებებისთვის.

ვრცლად

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow