მედია – იაპონიის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ განცხადების გაკეთებას ის მომავალი თვის ბოლომდე გეგმავს, – ინფორმაციას Reuters-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, იშიბამ სამშაბათს საღამოს თავის ახლო თანამოაზრეებს განუცხადა, რომ ახსნიდა, თუ როგორ აიღებდა პასუხისმგებლობას არჩევნებში წაგებაზე. Reuters-ი წერს, რომ იშიბას „ლიბერალურ-დემოკრატიული“ პარტიის შიგნით მზარდი წინააღმდეგობა ელოდება იმის გამო, რომ მან, […]

ივლ. 23, 2025 - 08:57
 0
მედია – იაპონიის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შიგერუ იშიბამ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და ამის შესახებ განცხადების გაკეთებას ის მომავალი თვის ბოლომდე გეგმავს, – ინფორმაციას Reuters-ი იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, იშიბამ სამშაბათს საღამოს თავის ახლო თანამოაზრეებს განუცხადა, რომ ახსნიდა, თუ როგორ აიღებდა პასუხისმგებლობას არჩევნებში წაგებაზე.
Reuters-ი წერს, რომ იშიბას „ლიბერალურ-დემოკრატიული“ პარტიის შიგნით მზარდი წინააღმდეგობა ელოდება იმის გამო, რომ მან, კვირას გამართული ზედა პალატის არჩევნებში მმართველი კოალიციის მარცხის მიუხედავად, პირობა დადო, რომ ხელისუფლებაში დარჩებოდა.
-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლახან დაასრულა „მასშტაბური“ გარიგება იაპონიასთან, რომელიც შეერთებულ შტატებში 550 მილიარდი დოლარის ინვესტიციების განხორციელებაზე შეთანხმებასაც მოიცავდა.
ტრამპის პოსტის შემდეგ საუბრისას, იშიბამ განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს, ან ტელეფონით ესაუბრა ტრამპს მას შემდეგ, რაც დეტალების შესახებ იაპონიის მთავარი სავაჭრო მომლაპარაკებელი რიოსეი აკაზავა ინფორმაციას მიაწვდის, რომელიც ვაშინგტონში სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის იმყოფებოდა.
„ვერაფერს ვიტყვი, სანამ შეთანხმების შედეგს დეტალურად არ განვიხილავ“, – განუცხადა იშიბამ ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა ვაშინგტონთან შეთანხმებამ გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებაზე თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow