მედია: ირანის საგარეო ჟენევაში ევროპელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს მართავს

CNN იტყობინება, რომ ჟენევაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები იმართება – ირანელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა 90 წუთის განმავლობაში ისაუბრეს, რის შემდეგაც შესვენება აიღეს. CNN-ის ინფორმაციით, ამჟამად ორი მხარე ცალ-ცალკე ოთახებში მართავს კონსულტაციებს. მოლაპარაკებების აღდგენა უახლოეს საათებშია მოსალოდნელი. აუდიენციის დაწყებამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ ახლა ახლო აღმოსავლეთში ესკალირებადი […] The post მედია: ირანის საგარეო ჟენევაში ევროპელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს მართავს appeared first on .

ივნ. 20, 2025 - 20:57
 0
მედია: ირანის საგარეო ჟენევაში ევროპელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს მართავს

CNN იტყობინება, რომ ჟენევაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები იმართება – ირანელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა 90 წუთის განმავლობაში ისაუბრეს, რის შემდეგაც შესვენება აიღეს.

CNN-ის ინფორმაციით, ამჟამად ორი მხარე ცალ-ცალკე ოთახებში მართავს კონსულტაციებს. მოლაპარაკებების აღდგენა უახლოეს საათებშია მოსალოდნელი.

აუდიენციის დაწყებამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ ახლა ახლო აღმოსავლეთში ესკალირებადი კრიზისის დასასრულებლად “ფანჯარა არსებობს”.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ჟან ნოელ-ბარო (საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), იოჰან ვადეფული (გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი), დევიდ ლემი (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), კაია კალასი (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი) და აბას არაღჩი (ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი).

The post მედია: ირანის საგარეო ჟენევაში ევროპელ კოლეგებთან მოლაპარაკებებს მართავს appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow