მედია – ირანმა ისრაელზე დარტყმებისთვის ახალი, მანევრირებადი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს

ირანი აცხადებს, რომ ისრაელზე განხორციელებული ბოლო დარტყმების დროს ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. სახელმწიფო სააგენტო FARS-ის ცნობით, კვირას ღამით ისრაელს „ჰაჯ კასემის“ ტიპის მართვადი ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. ირანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა აზიზ ნასირზადემ, 4 მაისს ირანულ ტელევიზიას განუცხადა, რომ ახალი რაკეტა შეძლებს ისეთი თავდაცვითი სისტემების გადალახვას, როგორიცაა ამერიკული ტერმინალის მაღალი სიმაღლის […]

ივნ. 15, 2025 - 12:27
 0
მედია – ირანმა ისრაელზე დარტყმებისთვის ახალი, მანევრირებადი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს

ირანი აცხადებს, რომ ისრაელზე განხორციელებული ბოლო დარტყმების დროს ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
სახელმწიფო სააგენტო FARS-ის ცნობით, კვირას ღამით ისრაელს „ჰაჯ კასემის“ ტიპის მართვადი ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს.
ირანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა აზიზ ნასირზადემ, 4 მაისს ირანულ ტელევიზიას განუცხადა, რომ ახალი რაკეტა შეძლებს ისეთი თავდაცვითი სისტემების გადალახვას, როგორიცაა ამერიკული ტერმინალის მაღალი სიმაღლის არეალის დაცვის სისტემა (THAAD) და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემა და სხვები, რომლებსაც იყენებს.
ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ირანმა რაკეტა მაისის დასაწყისში წარადგინა და განაცხადა, რომ ის მყარ საწვავზე მუშაობს, მისი მოქმედების რადიუსი 1200 კილომეტრია და აღჭურვილია მანევრირებადი ქობინით, რომელსაც შეუძლია სარაკეტო თავდაცვის სისტემების გარღვევა.
შეგახსენებთ, ირანმა წუხელ ისრაელზე სარაკეტო შეტევის მორიგი ტალღა განახორციელა, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow