მედია: უკრაინაში რუსეთის ომის “სუბსიდირების” გამო NATO-ში აშშ-ს ელჩი ჩინეთს აფრთხილებს

NATO-ში აშშ-ს მუდმივმა წარმომადგენელმა, მეთიუ უიტაკერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საჭიროა, დასავლეთმა ჩინეთი “ამხილოს” უკრაინაში რუსეთის ომის სუბსიდირებისთვის და დაამატა, რომ მეორადი სანქციები, რომლითაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსული ნავთობის შემსყიდველ კომპანიებს ემუქრება, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მსგავს ქვეყნებს “დაარტყამს”. “ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს – ჩინეთი ფიქრობს, რომ ისინი პროქსი ომში იბრძვიან რუსეთის გავლით და […]

ივლ. 23, 2025 - 00:57
 0
მედია: უკრაინაში რუსეთის ომის “სუბსიდირების” გამო NATO-ში აშშ-ს ელჩი ჩინეთს აფრთხილებს

NATO-ში -ს მუდმივმა წარმომადგენელმა, მეთიუ უიტაკერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საჭიროა, დასავლეთმა ჩინეთი “ამხილოს” ში ს ომის სუბსიდირებისთვის და დაამატა, რომ მეორადი სანქციები, რომლითაც აშშ-ს პრეზიდენტი რუსული ნავთობის შემსყიდველ კომპანიებს ემუქრება, ჩინეთის, ინდოეთისა და ბრაზილიის მსგავს ქვეყნებს “დაარტყამს”.

“ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს – ჩინეთი ფიქრობს, რომ ისინი პროქსი ომში იბრძვიან რუსეთის გავლით და ჩვენ ვხედავთ ჩინეთის მთავრობის ზოგიერთ განცხადებაში, რომ მათ სურთ, აშშ და ჩვენი მოკავშირეები დაკავებულნი იყვნენ ამ ომით, რათა ვერ შევძლოთ ჩვენი სხვა სტრატეგიული გამოწვევებისთვის ყურადღების მიქცევა.” – ამბობს უიტაკერი ინტერვიუში.

თუმცა, მისი აზრით, “ეს არ მოხდება”. “ვფიქრობ, ჩინეთს არასწორი გათვლა აქვს, მაგრამ საჭიროა, რომ ვამხილოთ ისინი იმ მკვლელობების სუბსიდირებისთვის, რომელიც უკრაინაში ბრძოლის ველზე ხდება,” განმარტავს ის.

უიტაკერი ასევე შეეხო აშშ-ს მხრიდან რუსული ნავთობის შემსყიდველ ქვეყნებზე მეორადი სანქციების დაწესების საკითხსაც. ცნობისთვის, ტრამპმა რუსეთს 50-დღიანი ვადა მისცა შეთანხმების მისაღწევად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რუსული ნავთობის შემსყიდველ ქვეყნებს 100%-იანი “მეორადი ტარიფებით” დაემუქრა.

“უნდა გვესმოდეს, რომ ეს მეორადი სანქციები მნიშვნელოვანი იქნება. ეს დაარტყამს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, იქნება ეს ჩინეთი, ინდოეთი თუ ბრაზილია.” – თქვა მან.

წყარო

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow