მელია არ მივა 29 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე – “პატიმრობისთვის არ ვაპირებ მომზადებას…”
ოპოზიციონერი ლიდერი („კოალიცია ცვლილებისთვის“) ნიკა მელია ამბობს, რომ არ მივა 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო სხდომაზე. ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. „მე მივიღე გადაწყვეტილება აქ არ მივიდე. რატომ? – ხალხის პატივსაცემად. მე დღეს რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ იქ ქალებს, უფროსებს, უმცროსებს – მე არ მინდა, რომ ეს განმეორდეს. მე […] The post მელია არ მივა 29 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე – “პატიმრობისთვის არ ვაპირებ მომზადებას…” appeared first on .

ოპოზიციონერი ლიდერი („კოალიცია ცვლილებისთვის“) ნიკა მელია ამბობს, რომ არ მივა 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო სხდომაზე. ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მე მივიღე გადაწყვეტილება აქ არ მივიდე. რატომ? – ხალხის პატივსაცემად. მე დღეს რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ იქ ქალებს, უფროსებს, უმცროსებს – მე არ მინდა, რომ ეს განმეორდეს. მე დარწმუნებული ვარ, ზურას ჯაფარიძეს ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა“, – თქვა ნიკა მელიამ და დასძინა, რომ სხდომას დაესწრება მისი ადვოკატი: „პატიმრობისთვის არ ვაპირებ მომზადებას… სად ვიქნები, არ ვიცი“.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდეს შემდეგ პოლიტიკოსებს: ნიკა მელიას (50 000 ლარი) მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს (50 000-50 000 ლარი), გივი თარგამაძეს (10 000 ლარი), ზურა ჯაფარიძეს (20 000 ლარი), გიორგი ვაშაძეს (50 000 ლარი), ნიკა გვარამიას (30 000 ლარი).
ირაკლი ოქრუაშვილმა გირაოდ შეფარდებული თანხა არ გადაიხადა და 14 მაისს სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს. დღეს, 22 მაისს კი ამავე მიზეზით საპატიმროშია ზურა ჯაფარიძე. გირაოს თანხის გადახდას არ გეგმავენ არც ნიკა გვარამია და არც ნიკა მელიაც.
The post მელია არ მივა 29 მაისს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე – “პატიმრობისთვის არ ვაპირებ მომზადებას…” appeared first on .
What's Your Reaction?






