მეორე დღეა აფეთქებებია რუსეთის ვლადიმირის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში
რუსეთის ვლადიმირის ოლქის კირჟაჩის რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალების აფეთქებების გამო. რუსული წყაროების თანახმად, ამ რაიონში მდებარეობს რუსეთის მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 51-ე არსენალი.

What's Your Reaction?






