მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ქეთევან ლორიას 102 წელი შეუსრულდა

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ქეთევან ლორიას, 102 წელი შეუსრულდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მას დაბადების დღე პირადად მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მიულოცა.  მათივე ინფორმაციით, ქეთევან ლორია მეორე მსოფლიო ომში სამი წელი და ხუთი თვე იმყოფებოდა. მას აქვს ასევე პედაგოგიური საქმიანობის 56 წლიანი გამოცდილება.  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქეთევან ლორიას დაბადების დღე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ და რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა შოთა ყიფიანმა მიულოცეს. 

მაი. 15, 2025 - 13:27
 0
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ქეთევან ლორიას 102 წელი შეუსრულდა

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ქეთევან ლორიას, 102 წელი შეუსრულდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მას დაბადების დღე პირადად მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მიულოცა. 

მათივე ინფორმაციით, ქეთევან ლორია მეორე მსოფლიო ომში სამი წელი და ხუთი თვე იმყოფებოდა. მას აქვს ასევე პედაგოგიური საქმიანობის 56 წლიანი გამოცდილება. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქეთევან ლორიას დაბადების დღე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ და რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა შოთა ყიფიანმა მიულოცეს. 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow