მერცი არ გამორიცხავს, ევროკავშირმა უნგრეთსა და სლოვაკეთს დაფინანსება შეუწყვიტოს
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ გერმანიას უფრო მკაცრი პოზიცია ექნება, მათი მხრიდან ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების დაბრკოლებების შექმნის გამო. მერცის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის ფონდების შეჩერებაც განიხილება. 26 მაისს “WDR-Europaforum”-ზე გამოსვლისას მერცმა, ახალი სანქციების დაწესების პროცესში უნგრეთისა და სლოვაკეთის შემზღუდავი როლის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ “თუ ეს კურსი გაგრძელდება, უნგრეთსა […]


გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ გერმანიას უფრო მკაცრი პოზიცია ექნება, მათი მხრიდან ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების დაბრკოლებების შექმნის გამო. მერცის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის ფონდების შეჩერებაც განიხილება.
26 მაისს “WDR-Europaforum”-ზე გამოსვლისას მერცმა, ახალი სანქციების დაწესების პროცესში უნგრეთისა და სლოვაკეთის შემზღუდავი როლის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ “თუ ეს კურსი გაგრძელდება, უნგრეთსა და სლოვაკეთთან კონფლიქტს თავიდან ვერ ავიცილებთ”.
მან ხაზი გაუსვა, რომ ორივე მთავრობა წარმოადგენს მხოლოდ “პატარა უმცირესობას” 27 წევრისგან შემდგარ ევროკავშირში და ამის მიუხედავად, ისინი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დასაბლოკად ან შესასუსტებლად ვეტოს უფლებას იყენებენ.
“ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მთლიანი ევროკავშირის გადაწყვეტილებები მცირე უმცირესობის ნებას დაეფუძნოს” – თქვა მერცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ევროკავშირს აქვს მრავალი ინსტრუმენტი, რომლითაც უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობებზე ზეწოლის გაზრდაა შესაძლებელი. მათ შორისაა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დარღვევის შემთხვევები და ასევე, ბუდაპეშტისა და ბრატისლავისთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება.
“ყოველთვის არსებობს მათთვის ევროპული სახსრების ჩამორთმევის შესაძლებლობა” – თქვა მერცმა და ევროკავშირის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სამართლებრივ მექანიზმებზე მიუთითა. მერცმა აღნიშნა, არ კონფლიქტი არ სურს, თუმცა დაამატა, რომ “თუ საჭირო გახდება, ჩვენ მათ მივხედავთ”.
What's Your Reaction?






