საფრანგეთთან მინდორზე საოცრად შემოსული გიორგი აბუაშვილი ამბობს, რომ გუნდი მძიმე მარცხის დავიწყებას ცდილობს და ყველანი პორტუგალიასთან შეხვედრაზე არიან ორიენტირებულები.
დავიწყეთ პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩისთვის მზადება და ვცდილობთ, საფრანგეთთან წაგება დავივიწყოთ. მესამე შეხვედრისთვის ყველანი მობილიზებულები ვართ.
მთავარია, ძალები აღვიდგინოთ, რადგან ამ თამაშებმა დიდი ენერგია წაგვართვა. პოლონეთთანაც რთული მატჩი გვქონდა და განსაკუთრებით, საფრანგეთთან.
პროფესიონალები ვართ და ვიცით, თავს როგორ მოვუაროთ. ამიტომ, პორტუგალიასთან ფიზიკურად ყველა მზად იქნება. ფრანგებთან წაგება გავლენას ვერ მოახდენს – ამ ნაკრებმა უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტკიცე ხასიათი აქვს.
- თქვა გიორგიმ.
შეგახსენებთ, რომ აბუაშვილმა საფრანგეთთან გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, თუმცა 3 ქულა მაინც ჩვენს მეტოქეს დარჩა.