მესხური ფურნე “ამბარი” ღვინის დაწურვასაც იწყებს და მარნის აშენებას გეგმავს

ახალციხეში მდებარე აგროტურისტული ობიექტი „მესხური ფურნე ამბარი“ შემოდგომამდე მცირე მარნის აშენებას გეგმავს. როგორც ტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა, ზაზა ივანიძემ BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, პროექტის განხორციელებისთვის 10 000 ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი, რომელიც სამომხმარებლო სესხით უნდა უზრუნველყოს. „ვაზის ენდემური ჯიშების გაშენების შემდეგ დავიწყეთ ღვინის წარმოებაც. ჩვენი ვენახი ფურნეს წინ, ნახევარ ჰექტარზეა გაშენებული და უკვე გვაქვს პირველი მსხმოიარობის ნიშნები. ამასთან, […]

მაი. 26, 2025 - 10:57
 0
მესხური ფურნე “ამბარი” ღვინის დაწურვასაც იწყებს და მარნის აშენებას გეგმავს

ახალციხეში მდებარე აგროტურისტული ობიექტი „მესხური ფურნე ამბარი“ შემოდგომამდე მცირე მარნის აშენებას გეგმავს.
როგორც ტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა, ზაზა ივანიძემ BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, პროექტის განხორციელებისთვის 10 000 ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი, რომელიც სამომხმარებლო სესხით უნდა უზრუნველყოს.
„ვაზის ენდემური ჯიშების გაშენების შემდეგ დავიწყეთ ღვინის წარმოებაც. ჩვენი ვენახი ფურნეს წინ, ნახევარ ჰექტარზეა გაშენებული და უკვე გვაქვს პირველი მსხმოიარობის ნიშნები. ამასთან, მამაპაპისეული ვაზი გვაქვს გაშენებული, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ მცირე მოცულობით ღვინო ქვევრში ვაწარმოოთ. სტუმრებს თამარისეულის და ჯავახური ასპინძისეულის ნარევს ვთავაზობთ“, – აცხადებს ივანიძე.
მეწარმის თქმით, ახალი ჩაყრილი ვაზის მსხმოიარობის შემდეგ, წლიურად დაგეგმილია დაახლოებით 1 ტონა ღვინის წარმოება, რაც ძირითადად ტურისტული ობიექტის სტუმრებისთვის იქნება განკუთვნილი.
„ამ დრომდე მცირე რაოდენობით ვაწარმოებდი ღვინოს, თუმცა სტუმრების დაინტერესების და მოთხოვნის ზრდის ფონზე გადავწყვიტე, რომ საკუთარი მარანი მქონდეს, რომლის დასრულებასაც შემოდგომამდე – ყურძნის კრეფამდე ვგეგმავ,“ – განმარტავს ზაზა ივანიძე.
საგულისხმოა, რომ ფურნეს ტერიტორიაზე გაშენებულია ადგილობრივი ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი და ენდემური ხორბლის ჯიშები, რაც სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ სოფლის მეურნეობაში და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მესხური ტრადიციები გაიცნონ. გარდა ამისა, ობიექტი ვიზიტორებს სთავაზობს ქადას, ცეხვილ პურს და სხვა ფურნეში გამომცხვარ ტრადიციულ პურეულს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow