მეტრო გახანგრძლივებულ დროით იმუშავებს, ავტობუსებს ახალი მარშრუტები დაემატება – სატრანსპორტო განრიგი სააღდგომოდ

თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს, აღდგომის დღესასწაულის გამო ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება დილის 08:00-დან 20:00 საათამდე, მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“ (აღმაშენებლის გამზ. N83), „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან […]

აპრ. 19, 2025 - 19:27
 0
მეტრო გახანგრძლივებულ დროით იმუშავებს, ავტობუსებს ახალი მარშრუტები დაემატება – სატრანსპორტო განრიგი სააღდგომოდ

თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს, აღდგომის დღესასწაულის გამო ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება.
ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება დილის 08:00-დან 20:00 საათამდე, მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით.
მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“ (აღმაშენებლის გამზ. N83), „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან; სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ); ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
მგზავრობა უფასო იქნება.
აღდგომის ღამეს გახანგრძლივებული დროით იმუშავებს თბილისის მეტროც.
თბილისის მერიის ცნობითვე, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 20 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს:
„19 აპრილის 23:00 საათიდან 20 აპრილის 04:00 საათამდე მიწისქვეშა ავტოტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება“, – აცხადებენ მერიაში.
ცნობისთვის, ხვალ, 20 აპრილს, მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow