მეღვინეობამ „მერებაშვილის მამული“ კასპში სასტუმრო გახსნა – რას სთავაზობს მომხმარებელს?
შიდა ქართლში, კასპში მდებარე მეღვინეობამ „მერებაშვილის მამული“ სასტუმრო გახსნა, – ამის შესახებ BM.GE-სთან ობიექტის დამფუძნებელმა, შოთა მერებაშვილმა ისაუბრა. მეღვინეობა კასპში 2012 წელს დაარსდა და 2018 წლიდან ბაზარზე ოფიციალურად, ბრენდირებული ღვინით დაიწყო ოპერირება. ამ დროისათვის, შიდა ქართლის 6 სახეობის ღვინოს აწარმოებს. მერებაშვილის თქმით, ღვინოზე გაზრდილმა ინტერესმა და ტურისტების მოთხოვნამ მათ მარნის ტერიტორიაზე სასტუმროს დამატება გადააწყვეტინა. ახალი […]


შიდა ქართლში, კასპში მდებარე მეღვინეობამ „მერებაშვილის მამული“ სასტუმრო გახსნა, – ამის შესახებ BM.GE-სთან ობიექტის დამფუძნებელმა, შოთა მერებაშვილმა ისაუბრა.
მეღვინეობა კასპში 2012 წელს დაარსდა და 2018 წლიდან ბაზარზე ოფიციალურად, ბრენდირებული ღვინით დაიწყო ოპერირება. ამ დროისათვის, შიდა ქართლის 6 სახეობის ღვინოს აწარმოებს.
მერებაშვილის თქმით, ღვინოზე გაზრდილმა ინტერესმა და ტურისტების მოთხოვნამ მათ მარნის ტერიტორიაზე სასტუმროს დამატება გადააწყვეტინა. ახალი ტურისტული ობიექტის ასაშენებლად ინვესტიციის 2/3 – დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობით განხორციელდა, ასევე სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” სესხის თანადაფინანსების პროგრამით ისარგებლეს, ხოლო 1/3 უკვე კერძო ინვესტიციაა.
„მოთხოვნის კვალდაკვალ, სასტუმროს მშენებლობა გასულ წელს, აპრილში დავიწყეთ. 7 ივნისს ოფიციალურად გავხსენით და ამ ეტაპზე, წარმატებით ფუნქციონირებს. ახლა უკვე ვიზიტორებს მხოლოდ ღვინის ტურს კი არა, განთავსების შესაძლებლობასაც ვთავაზობთ“, – ამბობს შოთა მერებაშვილი.
მისი შეფასებით, სასტუმრო ორიგინალური დიზაინისაა და მისი კონცეფცია იმ სტუმრებს ემსახურება, რომლებიც ძირითადად ღვინის კულტურით ინტერესდებიან. სასტუმრო აქვს 6 ოთახი, საიდანაც 3 – ოჯახებისთვის ან მეგობრებისთვისაა გათვლილი. მთლიანად, სასტუმრო 14 ადამიანისთვის არის განკუთვნილი, და ერთი ღამის ღირებულება საუზმით 180-240 ლარის ფარგლებში მერყეობს.
„ჯერ ადგილობრივი მომხმარებელი არ გვყოლია. გვყავს სტუმრები ისრაელიდან, გერმანიიდან. ამასთან, მხოლოდ მარანში შარშან 40 ქვეყნიდან 5000-მდე სტუმარს ვუმასპინძლეთ. ისინი ძირითადად იყვნენ ავსტრია, შვეიცარია, გერმანიიდან. ასევე ჭარბობდნენ პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან და ა.შ. გარდა ამისა, სკანდინავიის ქვეყნები ჭარბობდნენ შარშან და წელსაც ეს ტენდენციაა“, – ამბობს შოთა მერებაშვილი.
ბიზნესმენი ხაზს უსვამს ისრაელის ომს და ამბობს, რომ ტურიზმი სხვადასხვა ფაქტორებზე საკმაოდ მგრძნობიარედ რეაგირებს. ისრაელში მიმდინარე ომმა კი გარკვეული დროით ვიზიტორების ნაკადები შეამცირა, თუმცა დინამიკა მალევე აღდგა. თუმცა, დასძენს, რომ ბოლო პერიოდში სპონტანური ჯავშნებია გავრცელებული. შესაბამისად, ტურისტები ჯავშანს 2-3 დღით ადრეც აკეთებენ.
What's Your Reaction?






