მზია ამაღლობელი და აქციის მონაწილეები იმ ღამით, აგრესიულები იყვნენ, მიკვირდა, რადგან აჭარაში აგრესიულ დამოკიდებულებას არ ვიყავით მიჩვეული - გრიგოლ ბესელია 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი გრიგოლ ბესელია "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით იკითხება. ბესელიამ აღნიშნა, რომ იმ ღამით, როგორც აჭარის მთავრობასთან ასევე, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის მონაწილეები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. მისივე თქმით, იმდენად იყვნენ მოწადინებულები იმ დღეს, რომ „დაკავებულიყვნენ“, როდესაც მიიღეს მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება, გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს. „აგრესიული იყო [მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძესთან] და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, იმიტომ, რომ არ ვართ პოლიციელები მიჩვეული ქალებისგან, მით უმეტეს, აჭარაში, ასეთ აგრესიულ დამოკიდებულებებს. იმ დღეს მოხდა ქალბატონი ციალას დაკავებაც და კიდევ ერთი მანდილოსნის, სახელები და გვარები აღარ მახსოვს იმ ბავშვების. ნაკლებად მქონდა მათთან შეხება. ე.ი. იმდენად იყვნენ მოწადინებულები იმ დღეს რომ „დაკავებულიყვნენ“, რომ მანამდე, ადმინისტრაციული დაკავების დროს, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეთავისუფლებინა და არ შეგვესახლებინა დროებითი დაკავების იზოლატორში, უარს აცხადებდნენ გათავისუფლებაზე. არ უნდოდათ რომ გასულიყვნენ....   დგებუაძე ბრუნდება, მერე ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე ქაჩავს და ხელს ურტყამს სახის არეში. მერე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება და ეგ იყო და ეგ მაგათ შორის. იმ წამსვე ხდება, რეაგირებაც ვერ მოვახდინე. ქალბატონი მზია და ქალბატონი ეთერი ერთად იდგნენ. ქალბატონ მზიას არც ვიცნობდი და შეხებაც არ მქონია მანამდე. ქალბატონი ეთერი იყო უფრო აგრესიული, მეც მქონდა კომუნიკაცია იმ დღეს და ვიცი მისი დამოკიდებულება როგორი იყო, განსაკუთრებით თავგამოდებით აგრესიულობით გამოირჩევა ხოლმე. მინდოდა რომ მიმესწრო, რომ რაღაცა არ მომხდარიყო. ის დღე იყო ჩემთვის იმის მანიშნებელი, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო, იმდენად არაბუნებრივად აგრესიულები იყვნენ აქციის მონაწილეები,“ - განაცხადა ბესელიამ. შეკითხვაზე თუ რა სახის ძალადობას ჰქონდა მზია ამაღლობელის მხრიდან ადგილი, გრიგოლ ბესელია აცხადებს, რომ  ამაღლობელმა დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი. რაც შეეხება დგებუაძის ვიზუალურ მდგომარეობას, ბესელია ამბობს, რომ ყურადღება არ მიუქცევია.   "პირველ რიგში, როგორც ყველა პოლიციელი, მათ შორის, მეც შეურაცხყოფილი ვიყავით მისი ამ ქმედებით. ვიზუალურად მართალი გითხრათ არ მიმიქცევია ყურადღება. ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. 3-4 კაცი დარჩა. მას შემდეგ გამოვედი მეც და ჟურნალისტებიდან დაწყებული აქციის წევრებით და ლიდერებით დამთავრებული ყველა იძახდა, რომ აპატიეთო ქალბატონსო, ანერვიულებული იყო და შეეშალა, ვერ გიცნოთო და ყველა ამას იძახდა", - აცხადებს ბესელია. გრიგოლ ბესელიას განცხადებით, თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის "სულ სხვა ურთიერთობა იყო“. „გახლდით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. 2024 წლის ნოემბრიდან დაიწყო აქციები აჭარის რეგიონში, მშვიდ ვითარებაში, რამდენიმე ადმინისტრაციული დარღვევა მოხდა ნოემბრიდან მოყოლებული დეკემბრის ბოლომდე, იანვრის დასაწყისამდე. ვეხმარებოდით აქციის ორგანიზატორებს აქციის მსვლელობის დროს, კომუნიკაცია გვქონდა ყველასთან. პირადი ურთიერთობები ისე ჩამოგვიყალიბდა, ვხუმრობდით ხოლმე, ლამისაა დავნათესავდით, ისე ვიყავით. იმისდა მიუხედავად, რომ თბილისში, დედაქალაქში ცოტა სხვა ურთიერთობა იყო პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის, აქ სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა. არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა არასდროს.   ვინაიდან კარგი ურთიერთობა გვქონდა აქციის მონაწილეებთან, მოდიოდნენ, აქციის მონაწილეები, ორგანიზატორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტიის ლიდერებიც და გვეუბნებოდნენ, რომ ამ კარგი ურთიერთობის გამო განიცდიდნენ ბულინგს, ზეწოლას თუ რატომ იყო ბათუმში ასეთი კარგი სიტუაცია. ბოლოს რომ მოდიოდნენ, აქციებზე გამარჯობასაც აღარ გვეუბნებოდნენ. ვიღაც დაგვინახავს და ცუდად აღიქვამს ამ ურთიერთობასო, ასე გაგრძელდა, ეს იანვრის დასაწყისში ხდება“, - განაცხადა გრიგოლ ბესელიამ. ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დგებუაძეც დაიკითხება.

აპრ. 28, 2025 - 18:57
 0
მზია ამაღლობელი და აქციის მონაწილეები იმ ღამით, აგრესიულები იყვნენ, მიკვირდა, რადგან აჭარაში აგრესიულ დამოკიდებულებას არ ვიყავით მიჩვეული - გრიგოლ ბესელია 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი გრიგოლ ბესელია "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით იკითხება.

ბესელიამ აღნიშნა, რომ იმ ღამით, როგორც აჭარის მთავრობასთან ასევე, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის მონაწილეები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. მისივე თქმით, იმდენად იყვნენ მოწადინებულები იმ დღეს, რომ „დაკავებულიყვნენ“, როდესაც მიიღეს მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება, გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.

„აგრესიული იყო [მზია ამაღლობელი ირაკლი დგებუაძესთან] და ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო, იმიტომ, რომ არ ვართ პოლიციელები მიჩვეული ქალებისგან, მით უმეტეს, აჭარაში, ასეთ აგრესიულ დამოკიდებულებებს. იმ დღეს მოხდა ქალბატონი ციალას დაკავებაც და კიდევ ერთი მანდილოსნის, სახელები და გვარები აღარ მახსოვს იმ ბავშვების. ნაკლებად მქონდა მათთან შეხება. ე.ი. იმდენად იყვნენ მოწადინებულები იმ დღეს რომ „დაკავებულიყვნენ“, რომ მანამდე, ადმინისტრაციული დაკავების დროს, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება გაგვეთავისუფლებინა და არ შეგვესახლებინა დროებითი დაკავების იზოლატორში, უარს აცხადებდნენ გათავისუფლებაზე. არ უნდოდათ რომ გასულიყვნენ....

 

დგებუაძე ბრუნდება, მერე ქალბატონი მზია პოლიციის ფორმაზე ქაჩავს და ხელს ურტყამს სახის არეში. მერე ხდება ქალბატონი მზიას დაკავება და ეგ იყო და ეგ მაგათ შორის. იმ წამსვე ხდება, რეაგირებაც ვერ მოვახდინე. ქალბატონი მზია და ქალბატონი ეთერი ერთად იდგნენ. ქალბატონ მზიას არც ვიცნობდი და შეხებაც არ მქონია მანამდე. ქალბატონი ეთერი იყო უფრო აგრესიული, მეც მქონდა კომუნიკაცია იმ დღეს და ვიცი მისი დამოკიდებულება როგორი იყო, განსაკუთრებით თავგამოდებით აგრესიულობით გამოირჩევა ხოლმე. მინდოდა რომ მიმესწრო, რომ რაღაცა არ მომხდარიყო. ის დღე იყო ჩემთვის იმის მანიშნებელი, რომ რაღაცა უნდა მომხდარიყო, იმდენად არაბუნებრივად აგრესიულები იყვნენ აქციის მონაწილეები,“ - განაცხადა ბესელიამ.

შეკითხვაზე თუ რა სახის ძალადობას ჰქონდა მზია ამაღლობელის მხრიდან ადგილი, გრიგოლ ბესელია აცხადებს, რომ  ამაღლობელმა დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი. რაც შეეხება დგებუაძის ვიზუალურ მდგომარეობას, ბესელია ამბობს, რომ ყურადღება არ მიუქცევია.  

"პირველ რიგში, როგორც ყველა პოლიციელი, მათ შორის, მეც შეურაცხყოფილი ვიყავით მისი ამ ქმედებით. ვიზუალურად მართალი გითხრათ არ მიმიქცევია ყურადღება. ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია. მართლა გეუბნებით. იმის შემდეგ აქცია საერთოდ აღარც გაგრძელებულა. 3-4 კაცი დარჩა. მას შემდეგ გამოვედი მეც და ჟურნალისტებიდან დაწყებული აქციის წევრებით და ლიდერებით დამთავრებული ყველა იძახდა, რომ აპატიეთო ქალბატონსო, ანერვიულებული იყო და შეეშალა, ვერ გიცნოთო და ყველა ამას იძახდა", - აცხადებს ბესელია.

გრიგოლ ბესელიას განცხადებით, თბილისისგან განსხვავებით, ბათუმში აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის "სულ სხვა ურთიერთობა იყო“.

„გახლდით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი. 2024 წლის ნოემბრიდან დაიწყო აქციები აჭარის რეგიონში, მშვიდ ვითარებაში, რამდენიმე ადმინისტრაციული დარღვევა მოხდა ნოემბრიდან მოყოლებული დეკემბრის ბოლომდე, იანვრის დასაწყისამდე. ვეხმარებოდით აქციის ორგანიზატორებს აქციის მსვლელობის დროს, კომუნიკაცია გვქონდა ყველასთან. პირადი ურთიერთობები ისე ჩამოგვიყალიბდა, ვხუმრობდით ხოლმე, ლამისაა დავნათესავდით, ისე ვიყავით. იმისდა მიუხედავად, რომ თბილისში, დედაქალაქში ცოტა სხვა ურთიერთობა იყო პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის, აქ სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა. არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა არასდროს.

 

ვინაიდან კარგი ურთიერთობა გვქონდა აქციის მონაწილეებთან, მოდიოდნენ, აქციის მონაწილეები, ორგანიზატორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარტიის ლიდერებიც და გვეუბნებოდნენ, რომ ამ კარგი ურთიერთობის გამო განიცდიდნენ ბულინგს, ზეწოლას თუ რატომ იყო ბათუმში ასეთი კარგი სიტუაცია. ბოლოს რომ მოდიოდნენ, აქციებზე გამარჯობასაც აღარ გვეუბნებოდნენ. ვიღაც დაგვინახავს და ცუდად აღიქვამს ამ ურთიერთობასო, ასე გაგრძელდა, ეს იანვრის დასაწყისში ხდება“, - განაცხადა გრიგოლ ბესელიამ.

ცნობისთვის, დღევანდელ სასამართლო პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დგებუაძეც დაიკითხება.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow