მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მსვლელობა

სხდომის შემდეგ მზია ამაღლობელის მხარდამჭერების საპროტესტო მსვლელობა  გაიმართა. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევენ და მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. მსვლელობა ბათუმის საქალაქო სასამართლოდან დაიწყო და შეკრებილებმა   აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერდნენ.  აქციის მონაწილეებმა სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მედიაზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს. საპროტესტო მსვლელობა მოგვიანებით ბათუმის მერიასთან გაგრძელდა.  აქციაში მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს მთავარი მოთხოვნები – სამართლიანი მართლმსაჯულება და მზია ამაღლობელის გათავისუფლება. მათი განცხადებით, მედიამენეჯერის წინააღმდეგ გამოყენებული სამართლებრივი მექანიზმები პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად მის დისკრედიტაციას ისახავს. საბოლოოდ, აქციის მონაწილეები ბათუმელების რედაქციის შენობასთან მივიდნენ, სადაც სიმბოლურად დაასრულეს პროტესტი.

ივლ. 14, 2025 - 22:57
 0
მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მსვლელობა

სხდომის შემდეგ მზია ამაღლობელის მხარდამჭერების საპროტესტო მსვლელობა  გაიმართა. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევენ და მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ. მსვლელობა ბათუმის საქალაქო სასამართლოდან დაიწყო და შეკრებილებმა   აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც რამდენიმე წუთის განმავლობაში შეჩერდნენ.  აქციის მონაწილეებმა სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მედიაზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს.

საპროტესტო მსვლელობა მოგვიანებით ბათუმის მერიასთან გაგრძელდა.  აქციაში მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს მთავარი მოთხოვნები – სამართლიანი მართლმსაჯულება და მზია ამაღლობელის გათავისუფლება. მათი განცხადებით, მედიამენეჯერის წინააღმდეგ გამოყენებული სამართლებრივი მექანიზმები პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზნად მის დისკრედიტაციას ისახავს. საბოლოოდ, აქციის მონაწილეები ბათუმელების რედაქციის შენობასთან მივიდნენ, სადაც სიმბოლურად დაასრულეს პროტესტი.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow