მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე იკითხება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე იკითხება. ირაკლი დგებუაძე, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი. ირაკლი დგებუაძის განცხადებით, მზია ამაღლობელს იგი დაკავებამდე არ იცნობდა, თუმცა მისივე თქმით, რომ ცოდნოდა ჟურნალისტი იყო მაინც დააკავებდა, რადგან მან სახეში დაარტყა. "მზია ამაღლობელის მიმართ, როგორც პიროვნულად, ისე მისი პროფესიული საქმის მიმართ პრეტენზიები არავის აქვს. აქციის დაწყების მომენტში იქ ვიყავი თუმცა მუდმივად არა. ყველა ჟურნალისტთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა. მზია ამაღლობელს დაკავებამდე არ ვიცნობდი,  თუმცა, მისი ქმედების დროს რომ მცოდნოდა ჟურნალისტი იყო, ალბათ ჩემი კოლეგები იგივე შედეგს დააყენებდნენ, როგორც მოიქცნენ. არ მგონია, რომ ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას და ა.შ.   ვერც ერთ მაგალითს ვერავინ მოიყვანს, რომ  რაიმე განსხვავებული აზრის გამო პოლიციის მხრიდან იყო გადაცდომა, კონკრეტული ქმედებები იყო მხოლოდ სამართალდარღვევის შემთხვევაში. აქციის დროს იყო გარკვეული ადამიანების მხრიდან გარკვეული პროვოკაციები, თუმცა ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობდნენ არ წამოგებოდნენ და შეენარჩუნებინათ სიმშვიდე. იყო ხშირად მსველობები აქციის წევრების მხრიდან და ჩემი თანამშრომლები იქ იყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ სიმშვიდე დაეცვათ. ძალიან ხშირად გვიწევდა პოლიციას მათი უფლებების დაცვა, მიუხედავად მათი მხრიდან აგრესიისა"- განაცხადა ირაკლი დგებუაძემ. მისივე განცხადებით, აქციის მონაწილეებს იმ კონკრეტულ დღეს უარყოფითი განწყობა ჰქონდათ პოლიციელების მიმართ. "ჩემი მითითება იყო, რომ მაქსიმალღად ეცადათ დისტანცია ჰქონოდათ, უშუალო კომუნიკაციის გარეშე, თუმცა პროფესიული მოვალეობა უნდა შეესრულებინათ. პოლიცილების გადმოცემით, აქციის წევრის მხრიდან იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები.  ჩემი მოადგილე გოჩა ვანაძე მივიდა სიტუაციის გასაცნობად. ,,რუსების შნირებს'', ,,მონებს'' იძახდნენ, აკრავდნენ სტიკერებს, აღნიშნული სამართალდარვევის ფაქტზე მოახდინეს რეაგირება პოლიციელებმა.   საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთი პირის დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გადმოინაცვლეს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით. ამ მოთხოვნას ჰქონდა აგრესიული ფორმა"- განაცხადა ირაკლი დგებუაძემ. ირაკლი დგებუაძის განცხადებით, არც მორალურად, არც მის მიერ გაცემული ბრძანებით არ დაუმსახურებია, რომ ვინმეს მოექაჩა მისთვის. "შენიშვნის მიცემას ვაპირებდი, თუმცა არ დმაცალდა და გაშლილი ხელი დამარტყა სახის არეში. ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება"- განაცხადა ირაკლი დგებუაძემ. მისივე განცხადებით, მის მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. "თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი სახეში დარტყმის დროს...მე განვიცადე ტკივილი" - განაცხადა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, არ დააკმაყოფილა მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სასამართლო პროცესზე გამოკითხვასთან დაკავშირებით. მან სხდომაზე აღნიშნა, რომ სასამართლოს არ შესწევს შესაძლებლობა შეაფასოს რეალურად ფლობს თუ არა ირაკლი კობახიძე რაიმე მნიშვნელოვან გარემოებას განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით.

მაი. 8, 2025 - 15:27
 0
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე იკითხება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე იკითხება. ირაკლი დგებუაძე, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი.

ირაკლი დგებუაძის განცხადებით, მზია ამაღლობელს იგი დაკავებამდე არ იცნობდა, თუმცა მისივე თქმით, რომ ცოდნოდა ჟურნალისტი იყო მაინც დააკავებდა, რადგან მან სახეში დაარტყა.

"მზია ამაღლობელის მიმართ, როგორც პიროვნულად, ისე მისი პროფესიული საქმის მიმართ პრეტენზიები არავის აქვს. აქციის დაწყების მომენტში იქ ვიყავი თუმცა მუდმივად არა. ყველა ჟურნალისტთან მაქვს მეგობრული ურთიერთობა. მზია ამაღლობელს დაკავებამდე არ ვიცნობდი,  თუმცა, მისი ქმედების დროს რომ მცოდნოდა ჟურნალისტი იყო, ალბათ ჩემი კოლეგები იგივე შედეგს დააყენებდნენ, როგორც მოიქცნენ. არ მგონია, რომ ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას და ა.შ.

 

ვერც ერთ მაგალითს ვერავინ მოიყვანს, რომ  რაიმე განსხვავებული აზრის გამო პოლიციის მხრიდან იყო გადაცდომა, კონკრეტული ქმედებები იყო მხოლოდ სამართალდარღვევის შემთხვევაში. აქციის დროს იყო გარკვეული ადამიანების მხრიდან გარკვეული პროვოკაციები, თუმცა ჩვენი თანამშრომლები მაქსიმალურად ცდილობდნენ არ წამოგებოდნენ და შეენარჩუნებინათ სიმშვიდე. იყო ხშირად მსველობები აქციის წევრების მხრიდან და ჩემი თანამშრომლები იქ იყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ სიმშვიდე დაეცვათ. ძალიან ხშირად გვიწევდა პოლიციას მათი უფლებების დაცვა, მიუხედავად მათი მხრიდან აგრესიისა"- განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.

მისივე განცხადებით, აქციის მონაწილეებს იმ კონკრეტულ დღეს უარყოფითი განწყობა ჰქონდათ პოლიციელების მიმართ.

"ჩემი მითითება იყო, რომ მაქსიმალღად ეცადათ დისტანცია ჰქონოდათ, უშუალო კომუნიკაციის გარეშე, თუმცა პროფესიული მოვალეობა უნდა შეესრულებინათ. პოლიცილების გადმოცემით, აქციის წევრის მხრიდან იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები.  ჩემი მოადგილე გოჩა ვანაძე მივიდა სიტუაციის გასაცნობად. ,,რუსების შნირებს'', ,,მონებს'' იძახდნენ, აკრავდნენ სტიკერებს, აღნიშნული სამართალდარვევის ფაქტზე მოახდინეს რეაგირება პოლიციელებმა.

 

საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთი პირის დაკავების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გადმოინაცვლეს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით. ამ მოთხოვნას ჰქონდა აგრესიული ფორმა"- განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.

ირაკლი დგებუაძის განცხადებით, არც მორალურად, არც მის მიერ გაცემული ბრძანებით არ დაუმსახურებია, რომ ვინმეს მოექაჩა მისთვის.

"შენიშვნის მიცემას ვაპირებდი, თუმცა არ დმაცალდა და გაშლილი ხელი დამარტყა სახის არეში. ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება"- განაცხადა ირაკლი დგებუაძემ.

მისივე განცხადებით, მის მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში.

"თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი სახეში დარტყმის დროს...მე განვიცადე ტკივილი" - განაცხადა ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, არ დააკმაყოფილა მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სასამართლო პროცესზე გამოკითხვასთან დაკავშირებით.

მან სხდომაზე აღნიშნა, რომ სასამართლოს არ შესწევს შესაძლებლობა შეაფასოს რეალურად ფლობს თუ არა ირაკლი კობახიძე რაიმე მნიშვნელოვან გარემოებას განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow