მთავარია, საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფხიზლე, ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რათა გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით - ირაკლი კობახიძე
ჩვენ ყველა ნაბიჯისთვის ვართ მზად, გარდა იმ ნაბიჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წაყენებული ყველა პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან. „რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებსაც აყენებს ევროპული ბიუროკრატია საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყველა ეს პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან. რასთან დაკავშირებითაც პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შესაბამისი ანალიზი, შესაბამისი შეფასებები, რაში სჭირდება ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევა. თქვენ, გარდა ამ პირობებისა, ხედავთ, რომ პირდაპირ ხდება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმ პროცესების მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში სიძულვილის გაღვივებასთან, რადიკალური პროცესების გაღვივებასთან. ამას ბუნებრივია, საზოგადოება აკვირდება და საზოგადოება აფასებს. მთავარია, რომ საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფხიზლე, სიფრთხილე და თითოეულ იმ ქმედებას, რომელსაც იხილავს, უნდა დააკვირდეს მაქსიმალური ყურადღებით; ეს არის მთავარი. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობით“, – განაცხადა კობახიძემ. მისივე განცხადებით, გლობალურ ომის პარტიას სრულ კოორდინაციაში ჰყავს ევროპული ბიუროკრატია და სწორედ ხელისუფლების ცვლილებასა და ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება ყველა პროვოკაციული ნაბიჯი. „მიზანი აქაც იგივეა - როგორმე მოახერხონ და საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირონ; ქართველი ხალხის ხელით, ნებისმიერი მეთოდით ჩამოაშორონ მმართველობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც გლობალურ ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად არ გამოადგება. სანაცვლოდ კი მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანონ ქვეყნის სათავეში“, - აღნიშნა პრემიერმა. კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია მზად არის, შეასრულოს ნებისმიერი მითითება, მათ შორის - ქვეყნის ომში ჩართვა. „ჩვენგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია მზად არის, შეასრულოს გარედან წამოსული ნებისმიერი დავალება, მათ შორის მთავარი - ქვეყნის ომში ჩართვა. სწორედ ხელისუფლების ცვლილებას და ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება ყველა ის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელსაც გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატია საქართველოს წინააღმდეგ დგამს“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.

ჩვენ ყველა ნაბიჯისთვის ვართ მზად, გარდა იმ ნაბიჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მიმართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წაყენებული ყველა პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან.
„რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებსაც აყენებს ევროპული ბიუროკრატია საქართველოს მიმართ, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ყველა ეს პირობა პრაქტიკულად დაკავშირებულია საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევასთან. რასთან დაკავშირებითაც პირველ რიგში საზოგადოებამ უნდა გააკეთოს შესაბამისი ანალიზი, შესაბამისი შეფასებები, რაში სჭირდება ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის დარღვევა. თქვენ, გარდა ამ პირობებისა, ხედავთ, რომ პირდაპირ ხდება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმ პროცესების მხარდაჭერა, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში სიძულვილის გაღვივებასთან, რადიკალური პროცესების გაღვივებასთან. ამას ბუნებრივია, საზოგადოება აკვირდება და საზოგადოება აფასებს. მთავარია, რომ საზოგადოებამ არ დაკარგოს სიფხიზლე, სიფრთხილე და თითოეულ იმ ქმედებას, რომელსაც იხილავს, უნდა დააკვირდეს მაქსიმალური ყურადღებით; ეს არის მთავარი. ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ამ პასუხისმგებლობით“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, გლობალურ ომის პარტიას სრულ კოორდინაციაში ჰყავს ევროპული ბიუროკრატია და სწორედ ხელისუფლების ცვლილებასა და ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება ყველა პროვოკაციული ნაბიჯი.
„მიზანი აქაც იგივეა - როგორმე მოახერხონ და საზოგადოება ხელისუფლებას დაუპირისპირონ; ქართველი ხალხის ხელით, ნებისმიერი მეთოდით ჩამოაშორონ მმართველობას ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც გლობალურ ომის პარტიას რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად არ გამოადგება. სანაცვლოდ კი მათ მიერ მართული აგენტურა მოიყვანონ ქვეყნის სათავეში“, - აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია მზად არის, შეასრულოს ნებისმიერი მითითება, მათ შორის - ქვეყნის ომში ჩართვა.
„ჩვენგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია მზად არის, შეასრულოს გარედან წამოსული ნებისმიერი დავალება, მათ შორის მთავარი - ქვეყნის ომში ჩართვა. სწორედ ხელისუფლების ცვლილებას და ოპოზიციის მხარდაჭერას ემსახურება ყველა ის პროვოკაციული ნაბიჯი, რომელსაც გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატია საქართველოს წინააღმდეგ დგამს“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.
What's Your Reaction?






