მიზეზი ცნობილია - რატომ არ დაესწრო რონალდო ჟოტას დაკრძალვას

პორტუგალიის საფეხბურთო საზოგადოება დიდი ემოციებით შეხვდა იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანო რონალდო...

ივლ. 6, 2025 - 12:27
 0
მიზეზი ცნობილია - რატომ არ დაესწრო რონალდო ჟოტას დაკრძალვას
პორტუგალიის საფეხბურთო საზოგადოება დიდი ემოციებით შეხვდა იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, კრიშტიანო რონალდო, დიოგუ ჟოტასა და მისი ძმის, ანდრე სილვას დაკრძალვას არ დაესწრო. ტრაგიკული ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი ძმები ქალაქ გონდომარში მიაბარეს მიწას, სადაც მრავალი ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი შეიკრიბა, რათა პატივი მიეგოთ თანამემამულეებისთვის.

კრიშტიანო რონალდოს არდასწრებამ საზოგადოების ნაწილის გაკვირვება და კრიტიკა გამოიწვია. გავრცელებული ცნობებით, ის ამ დროს შვებულებას მალიორკაზე, საკუთარ იახტაზე ატარებდა.

თუმცა, როგორც პორტუგალიური გამოცემა A Bola იუწყება, რონალდომ გადაწყვეტილება ოჯახის წევრებთან შეთანხმებით მიიღო. მისი თქმით, სურდა, თავიდან აერიდებინა მედიის გადაჭარბებული ყურადღება, რაც შესაძლოა გარდაცვლილთა ოჯახისთვის დამატებითი სტრესი გამხდარიყო. გამოცემის ცნობით, ფეხბურთელი პირადად ესაუბრა ჟოტას მშობლებსა და მეუღლეს და გამოხატა თანადგომა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow