მიკროსაფინანსოების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი გაიზარდა
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დღეიდან, 16 მაისიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი ორმაგდება. თუ აქამდე ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის მაქსიმალური ლიმიტი 100 000 ლარი იყო, ახლა 200 000 ლარას შეადგენს. „საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას განუსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები მიკროკრედიტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბრძანების პროექტით განისაზღვრება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ […] The post მიკროსაფინანსოების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი გაიზარდა appeared first on .

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დღეიდან, 16 მაისიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიკროკრედიტის ლიმიტი ორმაგდება. თუ აქამდე ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის მაქსიმალური ლიმიტი 100 000 ლარი იყო, ახლა 200 000 ლარას შეადგენს.
„საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას განუსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები მიკროკრედიტთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბრძანების პროექტით განისაზღვრება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული სესხების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 200 000 (ორასი ათას) ლარს, ნაცვლად, ბრძანების მოქმედი რედაქციით განსაზღვრული 100 000 (ასი ათასი) ლარისა, ასევე, რისკის მიტიგაციის მიზნით განისაზღვრება, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გაცემული ყველა იმ სესხის ჯამური ოდენობა, რომელიც აღემატება 100 000 (ასი ათას) ლარს, არ უნდა იყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალის 50%-ზე მეტი“, – აღნიშნულია სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებაში.
The post მიკროსაფინანსოების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი გაიზარდა appeared first on .
What's Your Reaction?






