მილან შკრინიარი "ფენერბახჩეშია"— თურქებმა სლოვაკი მცველი "პსჟ-სგან" გამოისყიდეს

მილან შკრინიარი "ფენერბახჩეშია"— თურქულმა გრანდმა სლოვაკი მცველი "პსჟ-სგან" გამოისყიდა

ივლ. 31, 2025 - 03:57
 0
მილან შკრინიარი "ფენერბახჩეშია"— თურქებმა სლოვაკი მცველი "პსჟ-სგან" გამოისყიდეს
"პარი სენ-ჟერმენმა", ცენტრალური მცველი მილან შკრინიარი თურქულ "ფენერბახჩეს“ გადასცა. ტრანსფერის ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს.

სტამბოლის კლუბი 30 წლის სლოვაკ მცველს ოთხწლიანი კონტრაქტით აიყვანს და მას სეზონში 7.5 მილიონ ევროს გადაუხდის.

შკრინიარი ამ დროისთვის პსჟ-ის მეორე გუნდში ვარჯიშობს, თუმცა საფრანგეთის გავლენიანი სპორტული გამოცემის, "L'Équipe-ის" ინფორმაციით, ხელშეკრულება უახლოეს 10 დღეში ოფიციალურად დადასტურდება.

შეგახსენებთ, რომ შკრინიარმა გასული სეზონის მეორე ნახევარი სწორედ „ფენერბახჩეში“ იჯარით გაატარა. თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში მან თავი სამი გატანილი გოლით გამოიჩინა და გუნდის დაცვის ხაზში სტაბილური გამოსვლებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

პარიზულ კლუბში შკრინიარი არ შედიოდა მთავარი მწვრთნელის სამომავლო გეგმებში, რაც მის ტრანსფერზე თანხმობის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზიც გახდა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow